
დღის მეორე შეხვედრაში, რომელიც დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა „ცხუმ-აფხაზეთი", „ტიტებს" დაუპირისპირდა. თამაშის, პირველი ორი პერიოდი, შეიძლება ითქვას, თანაბრად, თუმცა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. „ტიტებმა", რომელმაც ახალი სეზონის პირველი ტურნირი (დ. დადიანის მემორიალი) მოიგო, სუპერლიგაზე არც თუ სტაბილურად ასპარეზობს, თუმცა, დღეს გუნდმა პირველი მეოთხედის მოგება, მაინც მოახერხა 17-19. ამის შემდეგ, კი „ტიტებისთვის" მძიმე დრო დადგა. „ცხუმ აფხაზეთმა" მეორე მეოთხედი, მის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ანგარიშით, 16-6-იც კი წაიყვანა. მეოთხედის ბოლომდე დარჩენილ დროში, ბესიკ ლეჟავას გუნდმა, მხოლოდ 7 ქულის აღება მოახერხა, მეოთხედი კი „ცხუმ-აფხაზეთმა" 26-13 მოიგო და დიდ შესვენებაზე, 9-ქულიანი უპირატესობით. 43-32 გავიდა. დაგროვებული ქულების მიხედვით, ამ დროისთვის საუკეთესო, „ტიტების" უკანახაზელი ჯორდან რობერტსონი იყო, რომელსაც 10 ქულა ჰქონდა უკვე დაგროვილი. აქ, ოდნავ მოვლენებს წინ გადავასწრებთ და გეტყვით, რომ ამერიკელი მატჩის შემდეგ, ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო 28 ქულით.
საკმაოდ საინტერესო გამოდგა შეხვედრის მესამე მეოთხედი, რომელშიც, „ტიტებმა" მეტოქეს 9-ქულიანი ჩამორჩენა „ამოუქაჩეს", მეოთხედი მოუგეს 9-23 და ბოლო, მონაკვეთის წინ, ძირითადი დროის დასრულებამდე, სამი ქულითაც დაწინაურდნენ 52-55. ბოლო მონაკვეთში, თამაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც ოდნავ უკეთესად, „ცხუმ-აფხაზეთი" გამოიყურებოდა. საერთო ჯამში ამ დღეს, შეხვედრა 4-ჯერ გათანაბრდა და ყველა ამ გათანაბრებას, ლიდერის ცვლილება მოჰყვა. ეს მეოთხედი „ცხუმ-აფხაზეთმა" მოიგო 74-71. მატჩის საბოლოო შედეგი კი, გიორგი შარაბიძის ლეი-აუთით დაფიქირდა. „ტიტებს" შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა, ისააკ ასტარტის 3-ქულიანი მიზანს ასცდა. გამარჯვებულთაგან, ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა ალექს ფიკოკმს, რომელამაც 22 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. 10-10 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილმა და ტაილერ გრინმა მიითვალეს. „ტიტებში" , ჯორდან რობერტსონის შემდეგ, საუკეთესო შედეგი ჯავიონ ოგუნიემიმ დააფიქსირა - 15 ქულითა და 14 მოხსნით.
ხვალ, 1 ნოემბერს ამ ტურის ბოლო შეხვედრაში, „რუსთავი" - „ქუთაისს" დაუპირისპირდება. მატჩი, 16:00, რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში გაიმართება.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








