
დღეს, თითქმის ორთვიანი შესვენებისა და სანაკრებო ფანჯრების შემდეგ, ქალთა ლიგის გათამაშება განახლდა. ხობში, ქალთა ლიგის მე-13 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი „კოლხეთი", გათამაშების ლიდერთან, „ლანჩხუთთან" ორბურთიანი სხვაობით, 2-4 დამარცხდა. ამ ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად, 37 ქულით „ლანჩხუთი" ლიდერობს და რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „კვარტალს".
ტურნირის დებულების თანახმად, მე-14 ტურის შემდეგ, რომელიც 5 ნოემბერს არის დაგეგმილი, ქალთა ლიგის ზედა და ქვედა ოთხეულები, ზედა - ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, ქვედა ჯგუფი კი, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. 13 ტურის შემდეგ, ქვეყნის ჩემპიონობისთვსი „ლანჩხუთი", „კვარტალი", „ნიკე" და „კოლხეთი" იბრძოლებენ. დღევანელი შეხვედრა, ამ მოცემულობიდან გამომდინარეც საინტერესო იყო. ის გულშემატკივარი, რომელიც ქალთა ფეხბურთს ადევნებს თვალს, ემახსოვრება, რომ გუნდის ორმა ლიდერმა, ხატია ჭყონიამ და მეკარემ, თათია გაბუნიამ ტრავმების გამო, სანაკრებო მატჩები გამოტოვეს. ამავე მიზეზით, ფეხბურთელებს ქალთა ლიგის ამ შეხვედრის გამოტოვებაც მოუხდათ. უფრო ზუსტად, მხოლოდ ერთი, მეორე ტაიმი ითამაშა თათია გაბუნიამ. ტრავმის გამო, მოუხდა შეხევდრის გამოტოვება, „ლანჩხუთის" კიდევ ერთ ფეხბურთელს, სალომე გასვიანს.
შეხვედრა კი, სტუმრების უპირატესობით წარიმართა. ლანჩხუთელები 21-ე წუთზე თეონა თოდაძის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, 35-ე წუთზე, ნატა კვირკვაიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით, 1-1 გავიდნენ. მეორე ტაიმში კი, თეონა ბაქარაძემ ზედიზედ ორი გოლი გატანა და სტუმრები, ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. დუბლი ბაქარაძემ, 58-ე და 63-ე წუთებზე შეასრულა. 78-ე წუთზე, ირინა ხაბურზანიამ, ანგარიში ოთხამდე გაზარდა. შეხვედრის მიწურულს კი, 89-ე წუთზე თამარ სალუქვაძემ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა.
გათამაშების ცხრილი და კალენდარი, იხილეთ ბმულზე.





ჩვენ








