
რუსთავის ქიმიკოსთა სასახლეში დღეს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-3 ტურის შეხვედრა გაიმართა. ანატოლი ბოისას „რუსთავი" ახალ, 2021-22 წლების ჩემპიონატზე, უკვე მეორე მატჩში დამარცხდა. მეორე შეხვედრა წააგო რუსთავმა „ქუთაისთანაც", მხედველობაში საქართველოს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის შეხვედრა გვაქვს, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართა.
დღევანდელ შეხვედრაშიც, ანგარიში ქუთათურებმა გახსნეს, ოთარ ფხაკაძის სამქულიანით. საპასუხო შეტევაზე, უკვე „რუსთავმა" ჩააგდო სამქულიანი. ანგარიში რიკი პრაისმა გაათანაბრდა. ეს იყო, ერთადერთი შემთხვევა ამ მატჩში, შეხვედრის დაწყებიდან 1:47 წუთზე, როდესაც ანგარიში გათანაბრდა. კოტე ტუღუშის გუნდი, მთელი შეხვედრის მანძილზე ლიდერობდა. მიუხედავად იმისა, „ქუთაისმა" მხოლოდ სამი მეოთხედი მოიგო (8-22, 19-26, 20 -14, 22-28) საკუთარ კედლებში „რუსთავმა" თამაშის გარდატეხა ვერ მოახერხა და 69-90 დამარცხდა.
ქუთაისელთა შორის, ამ დღეს, ამერიკელი ფორვარდი, ჯარვის რეი იყო, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე მეტი, 25 ქულის მოგროვება მოახერხა. 1 ქულა და 1 მოხსნა დააკლდა ორნიშნა რიცხვამდე და შესაბამისად ორმაგ დუბლამდე აკაკი დვალიშვილს. რუსთაველთაგან კი, ამ შეხევდრაში საუკეთესო შედეგი, ამერიკელმა უკანახაზელმა ლეგიონერმა კრისტიან კილინგიმ აჩვენა.
საკალათბურთო სუპერლიგის ცხრილი





ჩვენ








