
ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, გორში, ეროვნული ნაკრები ბრუნდება. 15 ნოემბერს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი, ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლებს. ვილი სანიოლის გუნდი 2021 წლის ბოლო შეხვედრას, სწორედ, ამ სტადიონზე გამართავს. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქე, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, უზბეკეთის ეროვნული ნაკრები იქნება. თამაში, 18:00 საათზე დაიწყება და კორონა ვურუსის რეგულაციების გათვალისწინებით, მატჩზე მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაიშვება.
ამ მომენტში არაა ცნობილი დაესწრება თუ არა შეხვედრას გულშემატკივარი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გულშემატკივრის 33% ელიგის მიმდინარე თამაშებზეც კი დაიშვება, დიდი ალბათობით, 15 ნოემბრამდეც არაფერი შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ბოლოს, 2017 წლის 10 ნოემბერს ითამაშა და კვიპროსი, ასევე ამხანაგურ შეხვედრაში, 1-0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 24-ე წუთზე, გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.
უზბეკებთან მატჩამდე კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ნოემბერს, ბათუმი არეანზე 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ჯგუფურ შეხვედრას ჩაატარებს და B ჯგუფის ლიდერს, შვედეთის ნაკრებს უმასპინძლებს. თამაში, 21:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ








