
ლერი აბულაძე, მსოფლიოს ჩემპიონია. ბელგრადში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით 23-წლამდეთა ჩემპიონატის ფინალში 63კგ წონით კატეგორიაში, ქართველი თურქ აჰმეთ იარს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3-1 გაიმარჯვა.
კიდევ ერთი ქართველი, აივენგო რიკაძე, მსოფლიოს 23-წლამდეთა ჩემპიონატის ფინალში უკვე ხვალ, 3 ნოემბერს იჭიდავებს. 82კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რიკაძემ, ესტონელი კალჟოლას, ფინელი კეტონენისა და რუსი ოჟაევის ძლევის შემდეგ, მან ნახევარფინალში ირანელი ნაგუსი დაამარცხა და ოქროს მედალს შვეიცარიელი ბეჩარტის წინააღმდეგ ბრძოლაში შეეცდება მოიპოვოს.
დღეს კი, მედლების გარეშე დარჩნენ ნიკოლოზ ჭიკაიძესე (77კგ) და თემურ ჭკუასელიძე (87კგ). ბრიჯნაოს მედლებსთვის ბრძოლაში ჭიკაიძე, რუს სერგეი სტეპანოვათან უშანსოდ 10-0 დამარცხდა, ჭკუასელიძემ კი, ირანელ ალიზადესთან 15-7.
ფრიდონ აბულაძემ (60 კგ) და ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) ნახევარფინალში წააგეს და რეპეშაჟის ფინალში გადაერთნენ. ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მასში შესაძლოა, ბრინჯაოს მედლისთვის ოთარ აბულაძემაც იჭიდაოს, რომელიც 72კგ წონით კატეგორიაში, რეპეშაჟის ნახევარფინალშია.
დღე კი, ბელგრადში ახალი წონითი კატეგორიებით დაიწყო. მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების ხუთი წევრი ჩაება საქმეში. მათგან სამმა, დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა - ფრიდონ აბულაძე (60კგ), ჯონი ხეცურიანი (67კგ) და აივენგო რიკაძე (82კგ). კიდევ ორმა, ოთარ აბულაძემ (72კგ, ძირითად ბადეში გამოსვლა 1/4 ფინალით დაასრულა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც მიიღი). გიორგი ქაცანაშვილი (97კგ) კი, მსოფლიოს ჩემპიონატს 1/8 ფინალიდან გამოეთიშა.


ფოტობი: @United World Wrestling





ჩვენ








