
„დინამო თბილისის აკადემიას" შოთა არველაძე უკვე მეორედ ესტუმრა, თავის განუყრელ ნახევართან აჩისთან ერად. ამჯერად, ძმებს არც ბავშვობა გაუხსენებიათ და არც შოთას წიგნზე უსაუბრიათ. შოთამ „დინამოს აკადემიის" 17-წლამდე გუნდთან საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარა.
„თითქმის 9 თვეა მინდორზე არ გავსულვარ და მიხარია, რომ დინამოს აკადემიაში, 17 წლამდე გუნდის მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან ერთად, ვარჯიშის ჩატარების შესაძლებლობა მომეცა. მოედანზე მათთან ერთად ყოფნა სასიამოვნო იყო და ემოციურად დიდი შევსება მივიღე.
ამ თაობას და განსაკუთრებით მოზარდებს, იმაზე მეტს უნდა ვთავაზობდეთ, ვიდრე დღეს ვახერხებთ. ნიჭიერ ადამიანებს უფრო დიდი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ და ფეხბურთშიც ასეა - უფრო მეტი უნდა შევთავაზოთ და განვითარების მეტი შანსი მივცეთ. მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელს, ვახო იაგორაშვილს და გუნდის ხელმძღვანელებს რომ აკადემიაში ყოფნის და ვარჯიშში ჩართვის შესაძლებლობა მქონდა. მადლობა ბიჭებს ვარჯიშისთვის და ველოდები მათ დიდ ნაბიჯებს, დიდი ფეხბურთისკენ!"- წერს, შოთა არველაძე საკუთარ სოციალურ ქსელში.

შოთა მიიჩნევს, რომ „ეს ის ასაკია, როდესაც იწყება რაღაცეებზე ფიქრი, ვიღაც ზედმეტად გიცნობს, გისმესნს"... ამ ვარჯიშზე, რომელმაც „დინამოს აკადემიის მთავარ მოედანზე" საათზე მეტ ხანს გასტანა და გუნდები ორად, „თეთრებად" და „ლურჯებად" დაიყვნენ, შოთა „თეთერბს" ასწავლა. ასწავლიდა, როგორ შეეტიათ, „ლურჯებს" კი, რომლებსაც დაცვა მოუხდათ, ბუნებრივია შოთას მასტერკლას ისინიც უსმენდნენ და შესაბამისად მოქმედებდნენ. ლურჯიც და თეთრიც შოთას, ყველა მითითების შესრულებას ცდილობდა. შოთა კი, ვარჯიშზე მყოფ ყველა ფეხბურთელს უშუალოდ, სახელით მიმართავდა, ხშირად აჩერებდა ვარჯიშს და ცდილობდა, კონკრეტული მომენტი, უფრო დეტალურად აეხსნა.


აკადემიაში გამართულ შოთას მასტერკლასს, ვარჯიშისგან თავისუფალი სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები და ფეხბურთელებიც ადევნებნენ თვალს.
შეგახსენებთ, რომ კოვიდ პანდემიის გამო, ქვეყნის მასშტაბით, ასაკობრივი ჩემპიონატები შეჩერებულია. შესაბამისად, „დინამოს აკადემიის" ასაკობრივ გუნდებს, ამხანაგური შეხვედრებისა და მსგავსი მასტერკლასების ხარჯზე უწევთ, სათამაშო ფორმისა და პრაქტიკის შენარჩუნება.








ჩვენ








