
ეროვნული ლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე კიდევ ერთი საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი დაემშვიდობა გუნდსა და თანამდეობას. ამჯერად, ზარზეიმით, გერმანიიდან მოპატიჟებული ქართველი სპეციალიტი ხვიჩა შუბითიძე „საბურთალოდან" წავიდა. უფრო სწორად, შუბუთიძე, კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუნდში აღარ არის. თბილისური კლუბი, რომელიც 32-ე ტურში ბათუმში განადგურდა და ელიგის ოთხი მატჩის გარდა, სადაც მესამე ადგილისთვის და შესაბამისად ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის, საქართველოს დ. ყიფიანის თასის მოგების შანსიც რჩება. თუმცა, ამისთვის, „საბურთალოს" მიმდინარე სეზონში, ბათუმის „დინამოსთან" კიდევ ერთხელ უწევს დაპირისპირება.
შუბითიძესთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, მალევე „საბურთალო", ახალი მწვრთნელის დანიშვნის შესახებაც აკეთებს განცხადებას. დარჩენილ სეზონში, „საბურთალოს" ლევან კორღალიძე უხელმძღვანელებს. მწვრთნელი, რომელსაც კლუბი, მე-8 ტურის შემდეგ, „შუქურასთან" ფრედ 2-2, ნათამაშები მატჩის შემდეგ დაემშვიდობნენ. აქ, პირად მოსაზრებასაც დავწერ და ვიტყვი, რომ მას, უსამართლოდ მოექცნენ. თუმცა, როცა საქმე გიყვარს, ხშირად წყენის დავიწყებაც და სუფთა გვერდის გადაშლაც გიწევს.
„მოხარული ვარ, რომ „საბურთალოში" დავბრუნდი. მივიღე შეთავაზება ჩემი ყოფილი კლუბისგან, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. „საბურთალოდან" წასვლის შემდეგ, ყოველთვის მქონდა განცდა იმისა, რომ შეთავაზების შემთხვევაში აუცილებლად დავთანხმდებოდი და გვერდში დავუდგებოდი ამ კლუბს. მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომლებმაც მომცეს საშუალება კიდევ ერთხელ მომესინჯა ძალები „საბურთალოში", - ამბობს ლევან კორღალიძე, „კლუბის" მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში.
ამ მომენტისთვის კლუბი არ აზუსტებს ინფორმაციაში, თუ რა სახისა და რა ვადით გაუფორმა კონტრაქტი მწვრთნელს. თუმცა, ფაქტია, რომ სანატრელი ევროსაგზურის მოსაპოვებლად, საქართველოში ერთ-ერთ ახალგაზრდა და პერსპექტიულ მწვრთნელს, იმ რესურსით, რაც ამჟამად აქვს, ეროვნულ ლიგაზე თელავში „თელავთან", თბილისში გორის „დილასთან", ფოთში „შუქურასთან" და შემდეგ კვლავ თბილისში „სამტრედიასთან" უწევს თამაში. აღსანიშნავია, რომ ოთხიდან სამ შემთხვევაში, თბილისელებს, გასავარდნ და ფლეი-აუთის ზონაში, ასევე მასთან ახლოს მყოფ გუნდებთან უწევს თამაში. შესაბამისად, ქვედა ეშელონის გუნდები „ხავსს" მაგრად ჩაეჭიდებიან. აი, „დილასთან" კი, რომელიც „საბურთალოს" უშუალო კონკურენტია მესამე ადგილისთვის, სერიოზული ბრძოლა ელის.
თუ გავიხსენებთ იმ გარემოებას, რომ ბოლო სამ ტურში, გუნდებს ერთი-მეორეს მიყოლებით გია ცეცაძე, კახა ჩხეტიანი და ახლა კი, ხვიჩა შუბითიძე დაემშვიდობნენ, ჩნდება შეკითხვა, ვინ იქნება შემდეგი და რა საბაბით მოუხდება მას კლუბის დატოვება.





ჩვენ








