
აივენგო რიკაძე (82კგ) მსოფლიოს ჩემპიონია! ქართველმა ფინალურ ორთაბრძოლაში, ანგარიშით 5-1 შვეიცარიელი სპორტსმენი რამონ რაინერ ბეჩარტი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 23-წლამდე ბერძნულ-რომაული სტულით მოჭიდავეებისთვის ეს, მეორე ოქროს მედალი იყო. შეგახსნებეთ, რომ ერთი დღით ადრე, ოქროს მედალი, 62კგ წონით კატეგორიაში, ლერი აბულაძემაც მოიპოვა.
სერბეთში დასრულებულ ტურნირზე, ქართული გუნდის ყულაბაში საერთო ჯამში ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი აღმოჩნდა. დღესვე, ფრიდონ აბულაძემ უზბეკი მეტოქე დაამარცხა და 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ მონაგარით საქართველოს კლასიკები მესამე ადგილზე გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდეთა ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლების დარჩენილი ხუთი კომპლექტი, დღეს გათამაშდა. ამ ხუთი წონიდან სამში, გადამწყვეტ ბრძოლაში საქართველოს ნაკრების წევრებმა იჭიდავეს.
სამწუხაროდ, ფრიდონ აბულაძე (60 კგ) კგ წონით კატეგორიაში, უზბეკ მუხამადკოდირ იუსუპოვთან შეხვედრა 3-3 დაასრულა, თუმცა, გამარჯვება უზბეკს მიაკუთვნეს. 67კგ წონით კატეგორიაში, რუსული გუნდის წევრთან, მიახდი იახიევთან ბრძოლაში, 5-1 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა ჯონი ხეცურიანი.

ფოტობი: @United World Wrestling





ჩვენ








