ერთი დებიუტანტით ნოემბრის „ფანჯარაში“
ერთი დებიუტანტით ნოემბრის „ფანჯარაში“
04.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორშაბათიდან, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ბოლო შესაერჩევი მატჩისთვის შეიკრიბება. თუმცა, ჯგუფში ბოლო შეხვედრის გარდა, რომელის შედეგსაც კარგა ხანია, აღარანაირი აზრი არ აქვს და უფრო საწვრთნელი სპარინგის დატვირთვა აქვს, ვილი სანიოლის გუნდი, ერთ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს და შემდეგ მოავალ შესარჩევ ციკლამდე „დაიშლება". ნოემბრის შესარჩევ ფანჯარაში კი, საქართველოს ნაკრები, ჯერ 11 ნოემბერს, ბათუმში, ჯგუფის ლიდერს, შვედეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება და შემდეგ, გორში, უზბეკეთს შეხვდება.


ფეხბურთის ფედერაციის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორისაც ერთი დებიუტანტი იქნება -  გორის „დილას" 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი. სანაკრებო დონეზე, ლუკამ ბოლო შეხვედრა ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით, 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა.




აქვე გეტყვით, რომ სანიოლი და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე შეთანხმდნენ, რომ ნოემბრის სანაკრებო ფანჯრისასა, როდესაც 21-წლამდე ნაკრებასაც უწევს ოფიციალური ამხანაგური მატჩის გამართვა ინგლისის 21-წლამდე ნაკრებთან, გიორგი მამარდაშვილი და საბა ხვადაგიანი, 21-წლამდე ნაკრებში უფრო საჭირონი არიან და ამიტომ, ამ ჯერზე, სვანაძის გუნდთან ერთად იქნებიან. შეხვედრა, 16 ნოემბერს, ბათუმი არენაზე ჩატარდება.


მამარდაშვილისა და ხვადაგიანის გარდა, საქართველო-შვედეთის მატჩს, ყვითელი ბარათების გამო, გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალიც გამოტოვებენ. სამაგიეროდ, ჯანმრთელობით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში კვლავ დაუძახეს ნიკა კაჭარავას, რომელმაც „ანართოსისის" ბოლო შეხვედრებში თავი გამოიჩინა. თუმცა, სათამაშო პრაქტიკა, ზემოთხსენებული მიზეზის გამო, მას ჯერ კიდევ აკლია.  ვერც ამ ჯერზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არ იქნება ოთარ კიტეიშვილიც.




საბოლოოდ, ნოემბრის თამაშებისთვის ვილის გუნდში გამოძახებულნი არიან:


მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)


დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)


ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰათაისფორი, ანთაქია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).