
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მედიასგანუცხადა, რომ ამ წლების განმავლობაში მრავალ მეტოქესთან მოუწია თამაში და დასძინა, რომ საქართველოს ნაკრები ელიტარულ გუნდად ჩამოყალიბდა.
“უფრო მნიშვნელოვანი იქნება თუ სამუდამოდ ჩამოვიტანთ თასს აქ. ზუსტად მაგისთვის ვვარჯიშობთ, ვემზადებით და ყველას მიზანი ესაა. მთავარია მონდომება ყველა შეხვედრაში და თითოეულ მეტოქესთან მოსაგებად უნდა გავიდეთ მოედანზე. ჩვენ უკვე სერიოზულ გუნდად ჩამოვყალიბდით. წლების განმავლობაში სერიოზულ გუნდებთან მოგვიწია თამაში – მოგვიგია და წაგვიგია კიდეც. ასე რომ, ელიტარულ გუნდად ჩამოვყალიბდით. ძალიან გვინდა განსაკუთრებული წელი იყოს 2017, მეოთხე ევრობასკეტი. ვფიქრობ, რეალური შანსი არსებობს იმის, რომ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ევროპის ჩემპიონატი იყოს”, - განაცხადა ზაზამ.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ასპარეზობას 31 აგვისტოს დაიწყებს.





ჩვენ








