
თითქმის 24-წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ბათუმში, საქართველოსა და ინგლისის 21-წლამდე ნაკრებები ისევ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამხანაგური შეხვედრის შინაარსის მიუხედავად, რამაზ სვანაძემ ინგლისელებთან მატჩში, ახალგაზრდულ ნაკრებში ოპტიმალური შემადგენლობის გამოძახება გადაწყვიტა. ეროვნულმა ნაკრებმა, სვანაძეს, გიორგი მამარდაშვილი და საბა ხვადაგიანი დაუთმო, თუმცა, ასაკობრივ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია და ზუკა დავითაშვილი არ ეყოლებია. ფეხბურთელები, რომლებმაც კარგა ხანია, ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდრეს ადგილი და შეკრებას ვილი სანიოლის მეთვალყურეობით, 8 ნოემბრიდან იწყებენ.
ეროვნულისგან განსხვავებით, სვანაძის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, საწვრთნელ შეკრებას, ერთი დღით ადრე, 7 ნოემბერს დაიწყებს და 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმში, როგორც გითხარით, ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება. შეკრებაზე სვანაძეს, 22 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო).
მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი თბილისი)
ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოისწრაფეშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი).
თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძემ ნაკრებში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისიდან" 6 ფეხბურთელი გამოიძახა: საბა ხვადაგიანი, სანდრო კალანდაძე, ლევან ხარაბაძე, ანზორ მექვაბიშვილი, თორნიკე მორჩილაძე და გიორგი მოისწრაფიშვილი. საერთო ჯამში კი, გიორგი მამარდაშვილის, ბექა დარცმელიასა და ლუკა გაგნიძის ჩათვლით, 21-წლამდე ნაკრებში, „დინამო თბილისის აკადემიის" ყველაზე მეტი აღზრდილია.
16 ნოემბერს, საქართველოსა და ინგლისის 21-წლამდე ნაკრებები ერთმანეთს, მეოთხედ დაუპირისპირდებიან. ამ შეხვერამდე კი, 2-ში ინგლისელებმა იმარჯვეს, ხოლო ერთი, 1997 წელს, ჩარლტონ ატლეტიკსის „ვალიზე" გამართული, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ 16 ნოემბრის შეხვედრაში, საქართველოსა და ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებებს რადიკალურად განხსვავებული მიზნები აქვთ. ინგლისელები, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში არიან და მიმდინარე მდგომარეობით, მესამე G ჯგუფში, ჯერჯერობით, მესამე საფეხურზე არიან, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ალბანეთის შემდეგ. სხვათა შორის, საქართველოში გამომგზავრებამდე მათ სწორედ ჩეხეთთან უწევთ დაპირისპირება. რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, სვანაძის გუნდი, უეფა-ს სანაკრებო ფანჯრებს კარგად იყენებს და ამხანაგურ სპარინგებს ატარებს. ინგლისთან მატჩამდე, სვანაძის გუნდი 29 მარტს ბელარუსს დაუპირისპირდა და 4-1 დაამარცხა, ხოლო მომდევნო შეხვედრაში, რუმინეთში, 7 სექტემბერს, ფრედ, 1-1 ითამაშა.





ჩვენ








