
ქართული ძიუდის უახლოესი მომავლის დამრტყმელი ძალა ბუდაპეშტში ასპარეზობს. უნგრეთის დედაქალაქში, 5-7 ნოემბერის ჩათვლით, ევროპის 2021 წლის 23-წლამდეთა ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე, საქართველოს ნაკრები, 14 ძიუდოისტით, მათ შორის, 5 გოგონათი არის წარმოდგენლი. ჩვენები ვაჟთა შორის მხოლოდ, ერთ, -60კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალთა შორის, სამ -52კგ, -63კგ და -78კგ წონით კატეგორიებში არ ასპარეზობენ.
ევროპის ჩემპიონატის პირველ საასპარეზო დღეს ოთხმა ქართველმა იასპარეზა. ორმა გოგონამ, რომლებიც მედლებისთვის ბრძოლას საწყის ეტაპზევე გამოეთიშნენ და ორმა ვაჟმა, რომელთაგან ერთმა ბრინჯაო, მეორემ კი ვერცხლის მედალი მოიგო.
მარცხის მიუხედავად, -48კგ წონით კატეგორიაში ურიგოდ არ გამოსულა 22 წლის ნატალია ყიფშიძე, რომელიც გერმანელ სარა იშტთან დამატებით დროში დამარცხდა. სამწუხაროდ, სტარტზევე წააგო ბრძოლა, ეთერ ლიპარტელიანმა, რომელიც -57კგ წონით კატეგორიაში წონის ფავორიტად ითვლებოდა. ქართველი, თანაგუნდელის მსგავსად, გერმანელ ძიუდოისტთან, სეია ბალჰაუზთან, ასევე დამატებით დროში, ერთი ვაზარით დამარცხდა. გერმანელი კი, 23-წლამდეთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.
წარმატებით დაიწყო ასპარეზობა -66კგ წონით კატეგორიაში, გიორგი თუთაშვილმა, რომელმაც ჯერ ავსტრიელი მარიო ვაისინგერი გამოთისა ასპარეზობას, შემდეგ აზერბაიჯანელი ელჰინ ჰუსეინოვი და 1/2 ფინალში გადასასვლელ დაპისრიპირებაში, ისრაელის წარმომადგენელი, ამით ბობოვიჩს მოიგო. ნახევარფინალში კი, რუმინელ ლუჩიან ბორს-დუმიტრესკუს შეხვდა და სამწუხაროდ, დამარცხდა. სხვათა შორის, რუმინელი ამ წონითი კატეგორიის გამარჯვებული გახდა. ჩვენებურმა კი, ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ასპარეზობა, სადაც საფრანგეთის წარმომადგენელს, ორლანდო კაზორლას შეხვდა, დამატებით დროში, მეტოქის სამი შიდოს ხარჯზე გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ასევე წარმატებით დაიწყო ასპარეზობა -73კგ წონით კატეგორიაში, ალეკო მამიაშვილმა. საბოლოოდ, ჩვენებური ცემპიონატის ვერცხლის მედალს დასჯერდა. თუმცა, მანამდე ალეკომ, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად ბულგარელი მარკ ჰრისტოვი დაამარცხა. 1/8 ფინალში, ბელარუსი რუსლან ჰალავაჩოუ დაამარცხა და 1/4 ფინალში გადვიდა, ტურნირის მასპინძელი, უნგრელი დანიელ ჟეგედი დაამარცხა და 1/2 ფინალში ასპარეზობის უფლება მიპოვოა. აქ, ქართველი მოლდოველ ადილ ოსმანოვს შეხვდა და ფინალში გავიდა. საწმუხაროდ, ფინალურ დაპისრისპირება, მამიაშვილისთვის უიღბლო აღმოჩნდა და ჩვენი ძიუდოისტი, რუსეთის სახელით მოასპარეზე სომეხი წარმოშობის არმენ აღაიანთან დამარცხდა და მხოლოდ, ვერცხლის მედალს დაჰყაბულდა.
ხვალ, 6 ნოემბერს, ქართველები 6 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. გოგონები, -70კგ, -78კგ, +78კგ წონით კატეგორიებში გამოვლენ. ვაჟები -81კგ, -90კგ, -100კგ, +100კგ წონით კატეგირიებში მთავარი ჯილდოს მოგებას შეეცდებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
-66კგ - გიორგი თუთაშვილი
-73კგ - ალეკო მამიაშვილი
-81კგ - ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი
-90კგ - ნიკა ხარაზიშვილი
-100კგ - ილია სულამანიძე, გიორგი ჩიქოვანი
+100კგ - გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი
-48კგ - ნატალია ყიფშიძე
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი
-70კგ - ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია
+78კგ - სოფიო სომხიშვილი
ტურნირის დარჩენილ დღეებში:
7 ნოემბერი - გუნდური შეჯიბრება.
შეხვედრების დასაწყისი:
6 ნოემბერი - წინასწარი შეხვედრები 14:00, ფინალური ბლოკი 19:00.
7 ნოემბერი - წინასწარი შეხვედრები 14:00, ფინალური ბლოკი 17:30.
ფოტო: (c) Mayorova Marina





ჩვენ








