"ქუთაისმა" და თსუ-მ კვლავ მოიგეს
"ქუთაისმა" და თსუ-მ კვლავ მოიგეს
05.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ქუთაისმა" და თსუ-მ, საკალათბურთო სუპერლიგაში, მორიგი თამაშები მოიგეს. საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი დღეს, ქუთასისსა და რუსთავში გამართული შეხვედრებით განახლდა.

***

ქუთაისის სპორტის სასხლეში, კოტე ტუღუშის გუნდი, თავიდანვე დაწინაურდა და უპირატესობა ნელ-ნელა გაზარდა. ალბათ, ამიტომ, ბოლო მეოთხედში, თავს ცოტა მოდუნების უფლება მისცა და ეს მეოთხედით 16-20 წააგო, თუმცა, საბოლოოდ, „ბათუმი" , 10 ქულით 92-82 დაამარცხა. საკმაოდ საინტერესო დაწყო შეხვედრა, სადაც, ძირითადად „ქუთაისი" ლიდერობდა, თუმცა, „ბათუმმა" რამდენჯერმე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და ერთხელ ცოტა ხნით, წინაც კი გავიდა. თუმცა, საბოლოოდ, პირველი მეოთხედი, 27-21 წააგო. ამ მონაკვეთში მიღებული უპირატესობა, იმერულმა გუნდმა მეორე (26-21) და მესამე (23- 20)  მეოთხედებში გაზარდა და გადამწყვეტი მონაკვეთის წინ, 14 ქულით იგებდა. ბუნებრივია, როდესაც მოწინააღმდეგედ კოტე ტუღუშის გუნდი გყავს, ასეთი სხვაობის შემთხვევაში, თამაშის შემოტრიალება, ცოტა რთულია. იმერელთაგან, ყველაზე შედეგიანი გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც 15 ქულა დააგროვა და 3 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. თუმცა, მატჩში, საუკეთეოს შედეგი, „ბათუმის" ლეგიონერმა, აიზეა ტრეილორმა აჩვენა. მის ანგარიშზე 19 ქულა და 5 პასი ჩაიწერა.




***

მხოლოდ 2-ჯერ შეიცვალა ლიდერი და ანგარიში ოთხჯერ გათანაბრდა რუსთავის ქიმიკოსთა სასახლეში გამართულ შეხვერაში, სადაც ანატოლი ბოისას გუნდმა, მორიგი მარცხი იწვნია. „რუსთავმა", თსუ-სთან, 70-78 (20-22 / 14-18 / 22-22 / 14 -16) წააგო და მართალია, რეგულარული ჩემპიონატის სტარტზე, მაგრამ სატურნირო ცხრილში, „კაკტუსთან" ერთად, უჩვეულოდ, ბოლო ადგილებს იყოფს. სხვათა შორის, სტუმრებმა ამ შეხვედრის პირველი ტაიმიც 8-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, რაც საბოლოოდ, ქულათა ის კომფორტული სხვაობა აღმოჩნდა, რამაც, თბილისურ გუნდს, მიმდინარე სუპერლიგაში, მორიგი გამარჯვება მოუტანა. 21 ქულით, ამ შეხევდრაში საუკეთესო მოთამაშე, რუსთაველთა უკანახაზელი ამერიკელი, კრისტიან კილინგი იყო. 10 მოხსნა კი, გუნდის მეორე ლეგიონერის, ელსტონ ჯონსის ანგარიშზეა. პირველად მოხვდა, თამაშის ლიდერებში „რუსთავისა" და საქართველოს ნაკრების უკანახაზელი მერაბ ბოქოლიშვიც, რომელმაც თსუ-სთან თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი 4 პასი გააკეთა. აი, თსუ-ელთაგან კი, ლოველ ქაბილმა 8 პასი და 19 ქულა დააგროვა. თსუ-ელთა ამერიკელი უკანახაზელი სუპერლიგის თითქმის ყველა ტურში, სტაბილურბით გამოირჩევა. თუმცა, ისევე როგორც 25 წლის ცენტრი, პაპ დიოპი, რომელმაც „რუსთავთან", მხოლოდ მეორე შეხვედრა ჩაატარა 17 მოხსნა გააკეთა და ისევე როგორც, თსუ-ში სადებიურტო მატჩში, ამჯერადაც 16 ქულა დააგროვა.

***

ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილს, ქულათა მაქსიმუმი, სწორედ თსუ ლიდერობს. საკალათბურთო სუპერლიგის მიმდინარე ტურის თამაშები ხვალ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 12:00-დან დაიწყება.

12:00 „ვერა" - „მეგა"

15:00 „დინამო" - „კაკტუსი"

18:00  „ოლიმპი" - „ცხუმ-აფხაზეთი"

საკალათბურთო კლუბის „ქუთაისი 2010" ფოტოები