
დღეს, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 დაიწყება და მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა მითითებილ ბმულზე არის შესაძლებელი https://ehftv.com/home
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, საქართევლოს ნაკრების მეტოქეები დიდი ბრიტანეთის, ფინეთისა და ესტონეთის ეროვნული ნაკრებები არიან. თამაშები 5-7 ნოემბერს, ფინეთში იმართება. აღნიშნული ეტაპისთვის მოსამზადებელ პერიოდში, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცხოვრებაძემ მიიღო ტრავმა. თუმცა, გუნდთან ერთად, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე იქნებიან კალანდაძე და მსხვილაძე.
„მოთამაშეებს ვეუბნები, რომ ჩვენი გუნდის მთავარი ღირსება საბრძოლო შემართებაა. ყოველი ბურთისთვის თავდადებით ვიბრძვით, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ჩვენი მიზანი შემდეგ საკვალიფიკაციო რაუნდზე გადასვლაა. ასევე, ბიჭებს ვუთხარი, რომ თუ გვსურს გამუდმებით დაბალი დონის გუნდებს ვეთამაშოთ, ეს მარტივი საქმეა. მაგრამ, თუ გვინდა საფრანგეთთან და გერმანიასთან მოგვიწიოს შეხვედრა, ამისთვის დიდი შრომა მოგვიწევს. საჭიროა ეს ჯგუფი წარმატებით დავძლიოთ და უფრო ძლიერ მეტოქეებს დავუპირისპირდეთ", - ამბობს სანდუ ფლორინ იაკობი, საქართევლოს ნაკრების რუმინელი მწვრთნელი.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში დიდი ბრიტანეთი 32-26 დაამარცხა. დასკვნით შეხვედრას კი, 7 ნოემბერს ესტონეთთან გამართავს. ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.
„ჩვენი მთავარი მეტოქე, შეიძლება მხოლოდ, საკუთარი თავი იყოს. ჩვენზეა დამოკიდებული როგორი კომუნიკაცია გვექნება ერთმანეთთან და შემდეგ უკვე როგორ პერფორმანსს შევთავაზებთ მეტოქეებს. ჩვენ გვახსოვს, რომ შარშანწინ, ფინეთთან მნიშვნელოვან მატჩში განვიცადეთ მარცხი, იმედი მაქვს აქედან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ. კარგი გუნდი ჰყავს ესტონეთსაც. დიდი ბრიტანეთის შესახებ ის ვიცი, რომ დიდი ხანია არ უთამაშიათ და ახალი გუნდი ჰყავთ", - ამბობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. შესაბამისად, შესაძლოა სწორედ, დღეს გამართული შეხვედრა, ჩვენი ნაკრებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.





ჩვენ








