
მეზობელ აზერბაიჯანში მიმდინარე IJF-ის ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირის, მეორე საასპარეზო დღე, ქართველი სპორტსმენებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ბაქოს გრან სლემზე დღეს, საქართველო 2 წონით კატეგორიაში, 3 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
წარუმატებლად იასპარეზეს ჩევნმა ძიუდოისტებმა -81კგ წონოთ კატეგორიაში. თორნიკე ფოლადაშვილი პირველივე შეხვედრაში უზბეკ სუხრობ ტურსუნოვთან ვაზარით დამარცხდა, გიგა გიგაურმა კი, ასევე სტარტზე, შეხვედრა წააგო, ტურნირის მასპინძელ აზერბაიჯანელ ძიუდოსტთან, ჰასილ ჯაფაროვთან.
მხოლოდ, ერთი ეტაპის გავლა მოახერხა -73კგ წონით კატეგორიაში, ჩვენმა წარმომადგენელმა ჯუმბერ მელაძემ. თავდაპირველად ქართველმა ბრაზილიელი გუსტავი სიგუერა დაამარცხა ვაზარით, მომდევნო შეხვედრაში კი, რომელიც ვაზარით მის მეტოქეს მიჰყავდა, ამასთაბ ჩვენებურს უკვე ჰქონდა 2 შიდო და შესაბამისად, ცოტას ფრთხილადაც ჭიდაობდა, 1:34 წუთით ადრე, შეხვედრის დასრულებამდე, მეორე ვაზარზე დაეცა, შეხევდრა წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
ხვალ, ბაქოში, ტურნირის ბოლო დღეა. ქართველი ძიუდოისტები 2 წონით კატეგორიაში -90კგ და -100კგ, 4 სპორტსმენით იქნებიან წარმოდგენილები. -90კგ ლუკა მაისურაძე და ბექა ღვინიაშვილი, ხოლო -100კგ ონისე სანებლიძე და მიხეილ ჯაფარიძე.
ასევე იხილეთ: ჯაბა პაპინაშვილმა ბაქოს გრან სლემზე ერთი ამოსუნთქვით იასპარეზა





ჩვენ








