
საკალათბურთო სუპერლიგაში „ვერამ" მეორე თამაში მოიგო. დავით გასიტაშვილის გუნდმა ამჯერად, „მეგა" 95-82 დაამარცხა და 4 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. რაც მთავარია, ამ მომენტისთვის, დღევანდელი გამარჯვებით, უშუალო კონკურენტს „მეგასაც" გადაუსწრო. თუმცა, „ვერასა" და „მეგას" შეხვედრა, დღევანდელი საასპარეზო დღის, მხოლოდ პირველი მატჩი იყო. ასე, რომ დღის ბოლოს, ეს მოცემულობა შესაძლოა შეცვლილიყო.
რაც შეეხება შეხვედრას აქ, „ვერამ" თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველი სამი მეოთხედი მიყოლებით, 22-19, 25-17 და 23-20 მოიგო. ამისდა მიუხედავად, შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. ამაზე ლიდერის ცვლილებების (7) სიხშირეც მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ცვლილებას წინ, ანგარიშის გათანაბრება უსწრებდა. თუმცა, პირველ სამ პერიდოში „ვერას" მიერ მოპოვებული უპირატესობის შესაბამისად ბოლო, გადამწყვეტი მეოთხედის დროს, როდესაც ანგარიში უკვე 70-53 იყო, ბოლო, გადამწყვეტი მეოთხედისას, რთულად წარმოსადგენი გახდა, რომ ბოლო 10-წუთიან მონაკვეთში, „მეგას" 17 ქულის „ამოღება" და შესაბამისად, მატჩის გადარჩენა მოეხერხებინა. თუმცა, „მეგა" ამის გაკეთებას შეეცადა და ბოლო პერიოდი 25-26 მოიგო, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდის 17-ქულიან უპირატესობას ვერაფერი უყო.
ორივე გუნდში, ყველაზე მეტი 28 ქულა დააგროვა ვერელთა უკანახაზელმა, დარელ ბრაუნმა დააგროვა. მას 3 ქულით ჩამორჩა, „მეგას" ამერიკელი ფორვარდი, დემონტე ფლანინგი, რომელმაც, ამავე დროს, ორმაგი დუბლის შესრულებაც მოახერხა და 11 მოხსნა მიითვალა. ამდენივე მოხსნა ჩაიწერა აქტივში „ვერას" ამერიკელმა ფორვარდმაც, ზაკ სელიასმა.
დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება:
15:00 „დინამო" - „კაკტუსი"
18:00 „ოლიმპი" - „ცხუმ-აფხაზეთი"
კალათბურთის ფედერაციის ფოტო





ჩვენ








