2 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო - ქართველების ნადავლი უნგრეთში
2 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო - ქართველების ნადავლი უნგრეთში
06.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბუდაპეშტში დასრულებულ ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე დღეს, საქართველოს ნაკრებიდან 6 წონით კატეგორიაში 10 სპორტსმენმა იასპარეზა და აქედან 6 სხვადასხვა ყალიბის მედალი მოიპოვა. ტურნირის წინ დაანონსებულმა ფავორიტმა, ტატო გრიგალაშვილმა, ძიუდოს სპეციალისტთა და გულშემატკივართა იმედები გაამართლა და ზუსტად ერთი წლის თავზემ  -81კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და ჯერ სლოვაკი ალეს ბარტო, შემდეგ რუსეთის წარმომადგენელი გიორგიი ელბაქიები დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მოლდობელი კატალინ მალიანი დაამარცხა და ფინალში, თანაგუნდელ, ვლადიმერ ახალკაცს „დაეჯახა". თავის მხრივ,  ფინალამდე, ახალკაციც საკმაოდ გაისარჯა. ტატოსგან განსხვავებით მან ასპარეზობა, პირველი წრიდან დაიწყო, სადაც, სლოვენიელი ტიმ დემსარი დაამარცხა. ამის შემდეგ, ჩვენებურმა ჯერ თურქი მუჰამედ კოჩი, შემდეგ კი, იტალიელი ჯაკომო გამბა დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა. იქ კი, ტურნირის მასპინძელი, უნგრელი ბენედეკ ტოხი დაამარცხა.





ალბათ, რომ არა შეჯიბრის ბადე, ბუდაპეშტი კიდევ ერთი ქართული ფინალის მომსწრე გახდებოდა, თუმცა, -100კგ წონით კატეგორიაში, ჩვენები ერთმანეთს 1/2 ფინალში შეხვდნენ. შესაბამისად ერთმა, ილია სულამანიძემ გზა ჩემპიონობისკენ, გიორგი ჩიქოვანმა კი ვერცხლის მედლისკენ განაგრძეს. მოვლენებს, ოდნავ წინ გადავასწრებთ და გეტყვით, რომ სულამანიძემ, ფინალში, უნგრელი ზსომბორ ვეგის დამარცხება შეძლო და 23-წლამდეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული სხვა დანარჩენ მიღწევებს დაუმატა. ფინალამდე გზად, ილიამ, ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და 1/2 ფინალამდე შვეიცარიელი დანიელ ეიჰი დაამარცხა.


რაც შეეხება გიორგი ჩიქოვანს, სულამანიძემდე, ჩვენებურმა, რომელმაც ასევე მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა, 1/2 ფინალში გადასასვლელად, რუმინელი ედუარდ სერბანი დაამარცხა. აი, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი, ფრანგ კელი ლივეზეს მოუგო და ბრიჯნაოს მედლის მფლობელი გახდა.





+100 კგ კატეგორიაში, დღის ბოლოს, ორი ქართველი რეპეშაჟიდან აგრძელებდა მედლებისთვის ბრძოლას. გელა ზაალიშვილი, რომლისგანაც შესაძლოა, უფრო უკეთესი სინჯის მედალს ველოდით, ვიდრე უნგრეთში აღებული ბრინჯაოა და საბა ინანეიშვილი, რომელიც 1 თვის წინ ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. თუმცა, ამ ჯერზე საბამ, პირველ წრეში გერმანელი ივო ვაიტასეკი დაამარცხა, შემდეგ კი, სლოვაკ მარიუს ფაიზელთან დამარცხდა. რეჰეჟაშის დაპირისპირებაში ებრაელი სერაფიმ კომპანიეზის მოიგო, თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაც დათმო, ამჯერად, გერმანელ იონას შრაიბერთან.


გელა ზაალიშვილმა კი, ბრინჯაოს მედლამდე ერთი ბრძოლა მოიგო, ამადეუ მეიტესთან და შემდგე, 1/2 ფინალში გადმოსასვლელი დაპირისპირება წააგო რუს ძიუდოისტთან, ვალერი ენდოვიტსკისთან. რეჯეშაჟიში ქართველი, ხორვატ მარსელ სკალეჩს შეხვდა და გაიმარჯვა, ბოლო დაპირისპირებაში კი, საბას დამმარცხებელ სლოვაკს შეხვდა და თანაგუნდელის „შური იძია".





დღეს, 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, ერთადერთი წონითი კატეგირია, სადაც უმედლოდ დავრჩით, -90კგ აღმოჩნდა. ამ წონით კატეგორიაში, საქართველო ერთი სპორტსმენით, 20 წლის ნიკა ხარაზიშვილით იყო წარმოდგენილი. თუმცა, 2021 წლის ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის ამჯერად, ასპარეზობას პირველივე წრიდან გამოეთიდა. ის გერმანელ ლენცთან დამარცხდა, რომელმაც საბოლოოდ, ბრინჯაოს მედალი მოიგო.


უნგრულ ტატამზე დღეს, სამმა გოგონამაც იასპარეზა. მათგან ერთი, სოფიო სომხიშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა გოგონამ, მედლამდე ოთხი ბრძოლა ჩაატარა. თავდაპირველად, რუსი დარია ვლადიმიროვა გამოთიშა ასპარეზობას, შემდეგ, ლიეტუველი ჯასტინა კმელიაუსკაიტე, 1/2 ფინალში, თურქი ქუბრანურ ესირს სძლია და +78კგ ფინალში იჭიდავა, სადაც ოქროს მედლამდე ცოტა დააკლდა.




ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მარიამ ჭანტურიამ. -70კგ წონით კატეგორიაში, ქართველმა გოგონამ 1/2 ფინალამდე ორი შეხვედრა მოიგო, თავდაპირველად, გერმანელი ფრედერიკა შტოლცი დაამარცხა, შემდეგ ხორვატი ანდელა ვიოლიჩი. თუმცა, შემდეგ თავად, ჯერ 1/2 ფინალში დამარცხდა  იტალიელ ირენ პედროტისთან, შემდეგ კი, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაც წააგო, პოლონელ ელიზა ვრობლოვსკაიასთან და სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა. ამავე წონით კატეგორიაში, ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა, ნინო გულბანი.


საერთო ჯამში, გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენი 23-წლამდების ანგარიშზე, 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე 30 ქვეყნას შორის კი, საქართველოს 23-წლამდე ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ერთი ოქროს მედლით ჩამორჩა რუსეთის ნაკრებს.




 

ფოტოები:(c) Mayorova Marina /(c) Sabau Gabriela / (c) Di Feliciantonio Emanuele / (c) Brandenburger Aurelian