„დინამო 2 თბილისი“ მესამე ლიგაში 3 ტურით ადრე გადავიდა
„დინამო 2 თბილისი“ მესამე ლიგაში 3 ტურით ადრე გადავიდა
07.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო ლიგა 4-ის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, საფეხბურთო კლუბმა „დინამო-2 თბილისი" მომავალი სეზონიდან მესამე ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამასთან, დარჩენილი 3 შეხვედრის მოგების შემთხვევაში, თბილისური კლუბი ლიგა 4-ის გამარჯვებუილიც გახდება.




ლადო კაკაშვილის შეგირდებმა დღეს, „დინამოს აკადემიის" მთავარ მოედანზე, ლიგა 4-ის ზედა ჯგუფის მორიგი შეხვედრა „ირაოს" წინააღმდეგ გამართეს და 3-1 გაიმარჯვეს. „დინამო 2"-თან, „ბორჯომთან" და „ბეთლემთან" ერთად, „ირაოც" მომავალი სეზონიდან, ერთი ლიგით დაიწნაურებისთვის იბრძვის. გათამაშების ამ ეტაპზე, სპა-ერის სტადიონზე, ამ გუნდების შეხვედრა, ირაოლეთა გამარჯვებით დასრულდა. თბილისელთა უშუალო კონკურენტმა, „ბორჯომმა" კი, რომელმაც წინა ტურში, მცხეთაში, მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა „დინამო 2", გუშინ, 6 ნოემბერს ფრედ, 2-2 ითამაშა. შესაბამისად დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, დინამოელები კვლავ ლიგის ლიდერის სტატუს იბრუნებდნენ. აქვე გეტყვით, რომ „ბორჯომთან" პირველი შეხვედრა, „დინამო 2"-მა აკადემიაში, 3-0 მოიგეს.




ამ მცირე მიმოხილვის შემდეგ, კვლავ დღევანდელ შეხვედრას დავუბრუნდეთ, სადაც ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. შეხვედრის დატვირთვიდან გამომდინარე, მას არც მეტი არც ნაკლები, ის ირაკლი კვირიკაშვილი სჯიდა, რომელმაც ელიგის მატჩებს, რომ შევეშვათ, 2021 წელს უეფა-ს ევროტურნირებზე იმსაჯა. შესაბამსად, მისი რომელიმე გუნდის მოთამაშეების გავლენის ქვეშ მოქცევა რთული აღმოჩნდა. კვირიკაშვილმა დღევანდელ მატჩში 8 ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს, აქედან 6 სტუმრებს. მე-7 წუთზე კი, „ირაოს" კარში, 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ფირუზ გაბიტაშვილმა.




დინამოელთა იერიშების მიუხედავად, „დინამოს აკადემიის" მოედანზე, მომდევნო გოლი, მხოლოდ 38-ე წუთზე გავიდა. ნიკა ქოქოსაძის მორიგმა მცდელობამ მიზანს მიაღწია და დინამოელები 2-0 დაწინაურდნენ.  მეორე ტაიმში, საგოლე მომენტები „ანიავეს" დიტო ფაჩულიამ და ნიკა სიხარულიშვილმა. შესაბამისად, მომენტში, როდესაც „ირაომ" ერთი გოლი გაქვითა, ანგარიში უფრო სოლიდური უნდა ყოფილიყო დინამოელთა სასარგებლოდ. თუმცა, 73-ე წუთზე, ნიკა კუჭუაშვილმა გოლი, დინამოელთა 17 წლის მეკარის კარში გაიტანა და ერთი ბურთით, სხვაობა შეამცირა. ირაოელების სურვილი თამაში გადაერჩინათ, იმდენად დიდი იყო, რომ ფეხბურთელებმა შეცდომებს უმატეს. ეს შანსი კი, შეცვლაზე შემოსულმა, ასევე 17 წლის ჯადული იობაშვილმა არ გაუშვა ხელიდან და მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე, „დინამო 2"-ის სასარგებლოდ, ანგარიში სამამდე გაზარდა. „დინამო 2 თბილისმა" 3-1 გაიმარჯვა და მე-3 ლიგაში გადასავლელად, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.




მომდევნო შეხვედრას, „დინამო 2" , 11 ნოემბერს ვანში, „სულორის" წინააღმდეგ გამართავს. ამის შემდეგ, თბილისელები, „დინამოს აკადემიაში" 16 ნოემბერს „მარგვეთი 2006" უმასპინძლებენ. დასკვნით შეხვედრას კი, წალენჯიხაში, „სქურის" წინააღმდეგ გამართავენ.





სატურნირო ცხრილი

გათამაშების კალენდარი