
ბაქოს გრან სლემზე დღეს ტურნირის ბოლო იყო. ქართველმა ძიუდოისტებმა კი, 2 წონით კატეგორიაში -90კგ და -100კგ-ში იასპარეზეს. ამ დღეს, ტატამზე ჩვენი გუნდი 4 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი -90კგ ლუკა მაისურაძე და ბექა ღვინიაშვილი, ხოლო -100კგ ონისე სანებლიძე და მიხეილ ჯაფარიძე ასპარეზობდნენ. საბოლოოდ, დღევანდელმა ნადავლმა 3 ბრინჯაოს მედალი შეადგინა და საერთო ჯამში, ჩვენი გუნდის ყულაბაში, მხოლოდ 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი აღმოჩნდა, რაც ბუნებრივია, ის შედეგი არაა, რასაც ტურნირის დაწყებამდე, ჩვენი ძიუდოისტებისგან ქართველი გულშემატკივარი ელოდა. ამჯერად, 26 ქვეყანას შორის ჩვენ, მხოლოდ მე-6 ადგილზე აღვმოვჩნდით.
-90კგ წონით კატეგორიაში, თავ-თავიანთი ჯგუფი მოიგეს ლუკა მაისურაძემ და ბექა ღვინიაშვილმა. ასპარეზობა, ორივემ მეორე წრიდან დაიწყო. ლუკამ, ჯერ ტაჯიკი ჯაჰანგირ მაჯიდოვი დაამარცხა, შემდეგ კი, ასპარეზობას, მასპინძელი, ვუგარ ტალიბოვი გამოთიშა და 1/2 ფინალში გადავიდა. ბექამ, ჯერ რუსეთის წარმოადგენელ ალიხან ჩეჩოევს სძლია. შემდეგ კი, ლუკას მსგავსად, ტურნირს, აზერბაიჯანელი რუფატ ისმაილოვი დაამარცხა და ისიც, 1/2 ფინალში გავიდა. ტურნირის ამ ეტაპზე, ლუკაზე, „შური იძია" აზერბაიჯანელმა მამადალი მეჰდიევმა და ქართველს ბრინჯაოს მედლისთვის მოუხდა ასპარეზობის გაგრძელება, სადაც, ყირგიზი ერლან შეროევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ბექამ კი, იაპონელ კოსუკე მაშიამასთან წააგო და ისიც, მეორე იაპონელ ძიუდოისტზე, გოკი ტაიამაზე გამარჯვების შემდეგ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. წონა და ბაქოს გრან სლემი კი, მაშიამამ მოიგო.


-100კგ წონით კატეგორიაში, ონისე სანებლიძე და მიხეილ ჯაფარიძე, წინასწარი ბადეს ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ქართველებმა პირველი წრის შეხვედრები, ონისემ აზერბაიჯანელ ქენან აბდულ-ლახანლისთან, მიხეილმა კი, ბრაზილიელ ვილიამ ჯუნიორთა მოიგეს და 1/2 ფინალში გადასასვლელად ერთმანეთს დაეჭიდნენ. აქ, ონისემ იმარჯვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე, რუსეთის წარმომადგენელი ნიაზ ბილალოვი იყო. ქართველმა პირველი ვაზარი აიღო და შეხვედრა წაიყვანა, თუმცა, მალევე, თავად გაუშვა ვაზარი და შემდეგ, შიდოც წაიმატა. შეხვედრის დაწყებიდან 1:22 წუთის შემდეგ კი, მისმა მეტოქემ მეორე ვაზარი აიღო და ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის გასწირა. თავად კი, მოგვიანებით წონაც მოიგო. ბრიჯნაოს მედლისთვის, ონისემ, აზერბაიჯანელი ადილ ქარიმლი დაამარცხა.

რაც შეეხება მიხეილს, ჯაფარიძე, რეპეშაჟიში გადაინაცვლა, სადაც სამწუხაროდ, იაპონელ იიდა კენტაროსთან დამარცხა და მედლის გარეშე დარჩა.
ასევე იხილეთ:
ქართველებმა ბაქოში, მედლები ხვალისთვის გადადეს
ჯაბა პაპინაშვილმა ბაქოს გრან სლემზე ერთი ამოსუნთქვით იასპარეზა
ფოტოები: (c) Di Feliciantonio Emanuele / (c) Sabau Gabriela





ჩვენ








