საქართველოს 23-წლამდე ძიუდისტები ევროპის გუნდური ჩემპიონები არიან!
საქართველოს 23-წლამდე ძიუდისტები ევროპის გუნდური ჩემპიონები არიან!
07.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 23-წლამდე ნაკრებმა, ქართული ძიუდის ისტორიაში, პირველად მოიპოვა გუნდური პირველი ადგილი ევროპის ჩემპოინატზე. ძიუდოს მოყვარულებს ალბათ გემახსოვრებათ, რომ მსგავს შეჯიბრში, ჩვენები, მხოლოდ იმის გამო ვერ ახერხებდნენ მონაწილეობას, რომ გოგონებში „გვიჭირდა". ამჯერად კი, ევროპის 23-წლამდეთა ჩემპიონატზე, ინდივიდუალურ ჩათვალში კი, 5 გოგონა ასპარეზობდა ეთერ ლიპარტელიანი, ნატალია ყიფშიძე, ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია და სოფიო სომხიშვილი. შესაბამისად, პირველად საქართველოს ნაკრები, შერეული გუნდით, სწორედ ბუდაპეშტის ტურნირზე იყო წარმოდგენილი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენმა გუნდმა ინდივიდუალური ასპარეზობის ბოლოს 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი აიღო და მხოლოდ, 1 ოქროს მედლით ჩამორჩა რუსეთის ნაკრებს, რომელსაც უკვე დღეს, გუნდური პირველობის ფინალში შეხვდა და 4-2 დაამარცხა.


2-4 დაამარცხა საქართველოს ნაკრებმა გუნდმა პირველ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებიც. ჩვენი გუნდისთვის ქულები გელა ზაალიშვილმა (+90კგ), ალეკო მამიაშვილმა (-73კგ), მარიამ ჭანტურიამ (-70კგ) და ნიკა ხარაზიშვილმა (-90კგ) მოიპოვეს.


უკვე მომდევნო მატჩში, ჩვენები, ჩემპიონატის მასპინძელ, უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 4-3 გაიმარჯვეს. ფინალში გასასვლელი ქულები ამ ჯერზე, ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ), ლუკა კაპანაძემ (-73კგ), სოფიო სომხიშვილმა (+70კგ) და გამომდინარე იქიდან, რომ ამ მომენტისთვის შედეგი 3-3 იყო, გადამწყვეტი ქულისთვის, ტატამზე, კვლავ ლუკა კაპანაძეს უხმეს, რომელმაც, უნგრელი ჟერედა მეორედაც დაამარცხა.


ფინალში კი, როგორც გითხარით, ქართველები, რუსეთის გუნდს დაუპირისპირდნენ. პირველი ქულა საქართველოს ნაკრებს ეთერ ლიპარტელინმა მოუტანა. მომდევნო ორი შეხვედრა ჩვენებმა წააგეს და რუსეთის ნაკრები 1-2 დაწინაურდა. თუმცა, ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრების სამმა წარმომადგენელმა ზეიდზედ მოახერხა გამარჯვება. ჯერ ნიკა ხარაზიშვილმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ, ჩვენი გუნდი, სოფიო სომხიშვილმა დააწინაურა და ბოლოს, საბა ინანეიშვილმა (+90კგ), რუსებს ბოლო იმედი გადაუწურა, საქართველოს გუნდს კი, პირველი ადგილი და ევროპის 23-წლამდეთა გუნდური ჩემპიონის ტიტული მოუტანა.



ასევე იხილეთ სტატიები:

2 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო - ქართველების ნადავლი უნგრეთში

ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - პირველი საასპარეზო დღის ნადავლი