
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ნანატრი საგზურის გარეშე დარჩა. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფის ბოლო შეხვედრა, ესტონეთის ნაკრებთან ჩვენმა ხელბურთელებმა, 31-27 წააგეს და მომდევნო ეტაპს მიღმა დარჩნენ.
ეს მარცხი დასანანია, თუნდაც იმის გამო, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრები დომინირებდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეხვედრის პირველი ნახევარი, მხოლოდ 1 ბურთის სხვაობით 15-16 მოიგეს, ჩვენები, 30 წუთის მანძილზე ლიდერობდნენ და ტაიმის ბოლოსკენ, მთელი 7 წუთის მანძილზე, ესტონელებს გოლის გატანის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.
მიუხედავად ამისა, ესტონეთის ნაკრებმა, რომელმაც ჯგუფის ერთი შეხვედრა მოიგო და ერთი წააგო, შესაბამისად, სატურნირო მდგომარეობით ჩვენ ჩამოგვრჩებოდა, სრულად მოახერხა მობილიზება და თამაშში გარდატეხის შეტანა. ამ შეხვედრაში გადამწყვეტი ბოლო, 5-წუთიანი მონაკვეთი გამოდგა, როდესაც მატჩის ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ, იურგენ რუბიმ მორიგი გოლით (10 გოლი გაიტანა მთლიანად შეხვედრაში) ესტონეთი დააწინაურა. ქართველებიდან, 6-6 გოლი, ირაკლი კბილაშვილმა და თეიმურაზ ორჯონიკიძემ გაიტანეს.
ამ მოგებით, ესტონეთმა ჩვენზე ერთით მეტი ქულა დააგროვა და ფინეთის ნაკრებთან ერთად, საკვალოფიკაციო ტურნირების მომდევნო ეტაპზე დაიბევა ადგილი. ესტონეთი-საქართველოს დაპირისპირებამდე, ფინეთმა, დიდი ბრიტანეთის ნაკრებს 22-38 მოუგო. თუმცა, მეორე შეხვედრის დასრულებამდე, სადაც ხელს, ჩვენი ნაკრების წაგება აძლევდა, გადაწყვეტილი არაფერი იყო.
ხელბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი პოლონეთსა და შვედეთში გაიმართება.





ჩვენ








