
სფფ-ს სანაკრებო გვერდმა დღეს, ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში იძულებით ცვლილებაზე გააკეთა განცხადება. ტრავმის გამო, შეკრებაზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა გიორგი მიქაუტაძემ. „ბელგიური „სერენის" ფეხბურთელის ნაცვლად, შემადგნელობაშია აზერბაიჯანული „ზირას" თავდამსხმელი დავით ვოლკოვი", - ნათქვამია სფფ-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.
26 წლის დავით ვოლკოვი, ლუკა გუგეშაშვილთა ერთად, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე კიდევ ერთი დებიუტანტი იქნება. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, მისცემს თუ არა სანიოლი ვოლკოვს სათამაშო დროს, თუმცა, ფაქტია, რომ დღევანდელი მდგომარეობით, დავით ვოლკოვი 10 ტურის შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის ლიდერია, 8 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით.
ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისის ზღვის ბაზაზე დღეს შეიკრიბება და 25 ფეხბურთელის შემადგენლობით, ხვალამდე მოემზადება. 10 ნოემბერს კი, გუნდი, ბათუმში გადაფრინდება, სადაც 11 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)





ჩვენ








