ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო რიგის ტრადიციულ ტურნირზე
ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო რიგის ტრადიციულ ტურნირზე
08.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლატვიის დედაქალაქში 3-დან 7 ნოემბერის ჩათვლით, ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი Volvo Open Cup-ი გაიმართა. ქალაქ რიგის, რიგით 44-ე ტურნირში ქართველი ფიგურებით მოციგურავეების ნადავლი 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია. ტურნირში, ერთეულთა თანრიგში, ალინა ურუშაძე, ირაკლი მაისურაძე და ნიკა ეგაძე მონაწილეობდნენ. ამავე შეჯიბრში, საქართველოს სახელით იუნიორთა შორის ანადეა გულბიანი-შმიდტმაც იასპარეზა.

ოქროს მედალი მოიგო ქალთა ერთეულთა თანრიგში ალინა ურუშაძემ. 8 ქვეყნის 12 წარმომადგენელს შორის ჩვენიანმა 178.29 ქულა აიღო და თითქმის მთელი 10 ქულით გადაუსწრო კონკურენტებს.




ოქროს და ბრინჯაოს მედლები ხვდათ წილად მამაკაცთა შორის ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ირაკლი მაისურაძესა და ნიკა ეგაძეს. ირაკლიმ, რომელმაც ორი დისციპლინის ჯამში, 227.61 ქულა დააგროვა და Volvo Open Cup-ის გამარჯვებულიც გახდა, ლატვიური ტურნირი სასტარტო გამოდგა მიმდინარე სეზონში. ნიკა  ეგაძემ კი, ყაზახეთის „დენის ტენის  თასის"  შემდეგ, მეორე  ოფიციალურ ტურნირზე იასპარეზა და ამჯერად, 225.60 ქულით მე-3 ადგილი და ბრიჯნაოს მედალი დაისაკუთრა. რიგაში დასრულებულ ტურნირზე, ვაჟთა თანრიგში, 8 ქვეყნის 11 წარმომადგენელი მონაწილეობდა და ის, რომ მათ შორის 2 ქართველი იყო, თანაც ორივე საპრიზო სამეულში მოხვდა, უფრო მეტად საამაყოა.





რაც შეეხება იუნიორთა კატეგორიას. აქ, ქალთა ერთეულთა თანრიგში 14 ქვეყნის 21 მოციგურავე ასპარეზობდა. ჩვენმა ანადეა  გულბიან-შმიდტმა, 119.75 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა და შესაბამისად, საუკეთეოს 10 სპორტსმენს შორის შესვლა მოახერხა.


ბუნებრივია, სპორტის ამ სახეობაში, წარმატება ტურნირიდან ტურნირამდე მოდის და ხშირად შესასრულებელი პროგრამის სირთულის, სანახაობრიობის გარდა, კონკრეტული სპორტსმენის ცნობადობაც გადამწყვეტი ფაქტორია მაღალი შეფასების მისაღებად. ამიტომ, სხვადასხვა ტურნირებზე პოზიციონირება, ბუნებრივია, რომ ქართული გუნდის და ამ გუნდის თითოეული სპორტსმენის ავტორიტეტს ზრდის. ბუნებრივია, კარგი იქნება, თუკი მათზე, საქართველოშიც უფრო მეტი ეცოდინებათ და კიდევ უფრო კარგი იქნება, თუკი ქვეყანაში, ფიგურული მოციგურავეებისთვის საერთაშორისო სტანდარტის ყინილის მოედანი მოეწყობა.


და იუნიორთა  კატეგორიაში  ანადეა  გულბიანი  შმიდტი. ტურნირი  საკმაოდ  წარმატებული  აღმოჩნდა ქართველი მოციგურავეებისათვის. 2  ოქროსა 1 ბრინჯაოს  მედალი იყო ის  შედეგი, რითიც  ტურნირი  დასრულდა  ქართველი სპორტსმენებისათვის .