არის თუ არა დაფიქრების საბაბი ბელგრადში დასრულებული მოჭიდავეთა ტურნირი?
არის თუ არა დაფიქრების საბაბი ბელგრადში დასრულებული მოჭიდავეთა ტურნირი?
08.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბელგრადში დასრულები 23-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, მხოლოდ ერთი, ბრინჯაოს მედალი მოიგეს. მისი მფლობელი 74კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თეიმური ბერუაშვილი გახდა. ქართველმა, 1/2 ფინალის გზაზე, ორ შეხვედრაში 24 ქულა აიღო. მოუგო იტალიელ ჯაკოპო მასოტის (11-0) და თურქი ისა დემირი (13-5) დაამარცხა. 1/2 ფინალში, ბერუაშვილის მეტოქე რუსეთის ნაკრების წვრი ჩერმენ ვალიეევი იყო, რომელთანაც, სამწუხაროდ, ჩვენი ფალავანი 6-0 დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე მოლდობელი ვასილ დიაკონი იყო. მედლისთვის ბრძოლაში, პირველი ქულა ქართველმა აიღო, თუმცა, შემდეგ მომდევნო 3 ქულა მოლდოველს ერგო, ბერუაშვილმა საჭირო 2 ქულის აღება მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მოახერხა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ფრედ, 3-3 დარსულდა, ბოლოს აღებული ქულების წყალობით, გამარჯვება, ჩვენებურს ერგო.


თემური ბერუაშვილის გამოსვლა ბრინჯაოს მედლისთვის


არ გაუმართლა 65კგ-ში მოასპარეზე, ივერიკო ჯულაყიძეს, რომელსაც 1/4 ფინალში ბრძოლის შეწყვეტა ტრავმის გამო მოუხდა. ქართველს, ბულგარელ ილიევთან ანგარიში 0-2 მიჰყავდა, როდესაც მხარი ამოუვარდა და ჭიდაობა ვეღარ შეძლო. შესაბამისად, 1/2 ფინალშიც მისი მეტოქე გადავიდა. არადა, ჯულაყიძემ 1/8 ფინალში კანადელ ალექსანდრე ტორესს, დამაჯერებლად 13-1 მოუგო და თავსაც დამაჯერებლად გრძნობდა.


იხილეთ ივერიკო ჯულაყიძის დაპირისპირება


ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა 79კგ წონით კატეგორიაში გოგა მამიაური. ქართველმა ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო და თავდაპირველად,  ყაზახი ნურილლაული 7-3   დაამარცხა. მომდევნო, 1/4  ფინალური დაპირისპირება კი, თურქ რამაზან იშაქ სარისთან 6-0 წააგო და რეპეშაჟიში გადაერთო. აქ, მისი მეტოქე ამერიკელი ჯეიკობ ვესლი მარში იყო, რომელსაც ქართველი გაუმკლავდა, შეხვედრა 8-4 მოიგო და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა, სადაც მეზობელი სომხეთის წარმომადგენელს, არმან ავაგიანს შეხვდა. მატჩის დასრულებამდე 13 წამიტ ადრე, ჩვენებური 4-2-ს იგებდა, თუმცა, ბოლო ქულები გაუშვა, შეხვედრა ფრედ 4-4 კი დასრულდა, მაგრამ გამარჯვება სომეხს დარჩა.


გოგა მამიარულის შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის


საქართველოს გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი 97კგ-ში მოასპარეზე  ზურიკო ურთაშვილი ახლოს იყო ებრძოლა მედლისთვის, თუმცა, რეპეშაჟიში ის, მოლდოველ ვასილ პაულიუჩენკთან  10-8 დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამეოთიშა. მანამდე, ზურიკომ, 1/8 ფინალში ბულგარელი ევტომოვი 11-1 დაამარხა, შემდეგ  კი, 1/4 ფინალში, ირანელ ამირალი ჰამიდ აზარპირასთან 5-3 დამარცხდა და რეპეშაჟიში გადაერთო. აღსანიშნავია, რომ ქართველის ირანელი მეტოქე, საბოლოოდ ამ წონით კატეგორიაში, ბელგრადის ტურნიტის გამარჯვებული გახდა.


კვალიფილაციის დაძლევა მოახერხეს თეიმურაზ ვანიშვილმა, რომელმაც, 61კგ  წონით კატეგორიაში, უზბეკ სარდარ რუზიმოვი (3-3) დაამარცხა და შემდეგ საფრანგეთის წარმომადგენელ არმან ელოიანთან 4-3 წააგო 1/8 ფინალი. გიორგი ელბაქიძემ 70კგ წონით კატეგორიაში, საკვალიფიკაციო ბროძლა მოიგო, ინდოელ ნავეეენ ნავეენთან 12-1, თუმცა, მოგვიანებით აზერბაიჯანელ მურად ევლოევთან  1/8 ფინალში, 12-3 დამარცხდა. კარგად დაიწყო კვალიფიკაციის ეტაპი სოლომონ მანაშვილმაც (125 კგ) და პირველ დაპირისპირებაში უკრაინელი იური იძინსკი 12-1 დაამარცხა, თუმცა, მომდევნო შეხვდრაში ბელარუს იარასლაუ სლავიკუსკისთან 8-1 დამარცხდა და ჩემპიონატს 1/8 ფინალიდან გამოეთიშა.


საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას 57კგ წონით კატეგორიაში რამაზ თურმანიძე, რომელიც ინდოელ სპორტსმენთან 11-9 დამარცხდა. დემურ მეგენეიშვილი (86 კგ), კანადელ ლისთან 13-2 დამარცხდა და ასევე, საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას. ლუკა ხუჭუა (92 კგ)  ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაწიყო და მას შემდეგ რაც, გერმანელ მაიერთან 4-1 წააგო, ასპარეზობას, იქვე გამოეთიშა.


საერთო ჯამში, ქართველებმა 10 წონითი კატეგორიიდან მხოლოდ ერთი, ბრინჯაოს მედალი მოიგეს. თუმცა, უფრო ყურადსაღები ის გარემოებაა, რომ უმეტესწინდა, ჩვენი გუნდის 23-წლამდე (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა უახლოესმა თაობამ) ფალავნება, ელემენტარული საწყისი ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხეს. ეს კი, ქართული თავისუფალი სტულით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის განგაშის სიგნალის ტოლფასი უნდა იყოს.



პს - კრიტიკა, არანაირად დამაკნინებელი არ არის და თუ გაზრდა გვინდა, კრიტიკის მოსმენაც უნდა ვისწავლოთ. ფაქტია, რომ მთელი ტურნირიდან ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების გვერდზე, ქართველთა ფოტოებს, განსაკუთრებით თავისუფლებთან, ვერ გადავაწყდით. ალბათ, ესეც ნიშანია, რომ რაღაც აუცილებლად, შესაცვლელია!