GeoTour 2021 – 3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ვიდეო-რგოლი

08.11.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია
- 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც GeoTour-ის სახელწოდებითაა ცნობილი, უკვე მეშვიდედ ჩატარდა.
ტურნირი კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდა. ყველა მონაწილემ წარმოადგინა ან კოვიდსაწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი ცნობა, ან ბოლო 48 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი.
- მთლიანი ტურნირის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენდა, რომელიც შესარჩევ და ფინალურ ეტაპებზე იყო გადანაწილებული. თითოეული შესარჩევი ტურის გამარჯვებულ გუნდს 300 ლარი გადაეცა.
- ტურნირის დასკვნით, ფინალურ ეტაპზე, მეორე ადგილზე გასული გუნდი - 1000, ხოლო გამარჯვებული გუნდი 2500 ლარით დაჯილდოვდა.
- გრაფიკის თანახმად, დედაქალაქთან ერთად დაგეგმილი იყო შესარჩევი ტურები ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და რუსთავში, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ისინი თბილისში გაიმართა. მთლიანობაში ჩატარებული 5 შესარჩევი ეტაპიდან ფინალური ტურნირისთვის 12 გუნდი შეირჩა, რომელთაგანაც ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს" სიმონები" და "Scooby" დაუპირისპირდნენ.
- დაძაბულ მატჩში გამარჯვება" Scooby"-მ მოიპოვა, რომელმაც მეტოქე 1 ქულის სხვაობით, 20-19 დაამარცხა.
- მე-2 ადგილზე გასული "სიმონები" და ჩემპიონი "Scooby" ფინალური მატჩის შემდეგ ფულადი პრიზებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და 3X3-ზე კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვეს.
- 2021 წლის GeoTour-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა „SCOOBY"- ს წევრი დავით მაისურაძე, რომელსაც სპეციალური პრიზი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა. ➥http://gbf.ge/tournament/3×3





ჩვენ








