წააგეს, თუმცა იბრძოლეს
წააგეს, თუმცა იბრძოლეს
10.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პირველი სამი პერიოდის შემდეგ, ალბათ მხოლოდ, დეიან სტანოიევიჩი თუ წარმოიდგენდა, რომ მისი გუნდი, ხორვატებს „დაუქაჩავდა" და პერიოდს 1-6 მოუგებდა. თუმცა, ქართულ გუნდში მოთამაშე წყალბურთელებმა, სანაკრებო თამაშების დროსაც ბევრჯერ გვანახეს თავდადება, ამიტომ ჩვენი აზრით, მათ გააკეთეს ის, რაც შეუძლიათ, თუ დაცვაში ოდნავ მეტი ყურადღებით ითამაშებენ და რაღა თქმა უნდა, კარშიც უფრო ზუსტად დაარტყამენ.

შეხვედრა სპლიტში, კი მასპინძელი გუნდის, „იადრანის" უპირატესობით წარიმათა. უფრო სწორად, შეხვედრის პირველი სამი პერიოდი. თუმცა, ხორვატებმა, პირველ მეოთხედში, მხოლოდ ერთი ბურთის უპირატესობით, 3-2 მოგვიგეს. ანგარიში კი, ჩვენმა იოვან სარიჩმა გახსნა, მაგრამ შემდეგ, „იადრანის" წყალბურთელებმა, 3 გოლი გაგვიტანეს ზედიზედ და ჩვენც, მხოლოდ, მეოთხედის მიწურულს მოვახერხეთ ანგარიშის 1 გოლამდე შემცირება.


მეორე პერიოდში, გუნდები გოლებს ცვლიდნენ და თავის რიცხვობრივ უპირატესობასაც, ასე თუ ისე იყენებდნენ. თუმცა, „იადრანმა" ნელ-ნელა მოახერხა ანგარიშში, უპირატესობის გაზრდა და შეხვედრის ამ მონაკევთის დასრულებამდე 3:24 წამით ადრე, როდესაც ანგარიში 7-5 იყო, 5 გოლზე გაგვყინა, თავად კი, დარჩენილ დროში, კიდევ სამი გაიტანა, პერიოდი,  7-3 მოგვიგო და დიდ შესვენებაზე, 5 ბურთიანი უპირატესობით, 10-5 გავიდა.


„დინამომ", მე-3 მეოთხედიც წააგო, 4-2. აქ, გოლი, რომ მხოლოდ, პერიოდის დაწყებიდან მე-5 წუთზე გავიდა მარტო „იადრანის" შეტევაში უხარისხო თამაშზე არ მეტყველებს. კარგად დაიწყო თამაში „დინამოს" დაცვამ და თბილისელთა მეკარემ. თუმცა, დარჩენილ დროში, მასპინძლებმა 4 გოლი მაინც გაგვიტანეს, ჩვენ კი, მხოლოდ 2. ამასთან ვალიკო დადვანი მატჩის ბოლომდე გაგვიძევეს.


ბოლო, პერიოდის წინ ანგარიში 14-7 იყო, მასპინძლების სასარგებლოდ და ხორვატებიც უფრო მშვიდად გრძნობდნენ თავს. გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებიდან მალევე, დინამოელთა ახალგაზრდა მოთამაშემ, საბა ტყეშელაშვილმა სხვაობა 6 ბურთამდე შეამცირა. იადრანელებს 2 წუთი დასჭირდათ, რომ 7-ბურთიანი უპირატესობა აღედგინათ, თუმცა, არ ელოდნენ, რომ რინო ბურიჩის გოლი, ამ შეხვედრაში, მასპინძელთა ბოლო გატანილი გოლი იქნებოდა. შეხვედრის დასრულებამდე 5:22 წუთით ადრე, „დინამომ" მე-9 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, კიდევ 4 გოლის გატანა მოახერხა. თბილისელებმა, მეტი ყურადღება დაუთმეს დაცვაში თამაშს. შეხვედრის ამ მონაკვეთში, ჩვენ, მხოლოდ ერთხელ გაგვიგდეს მოთამაშე, ისიც მაშინ როცა ტაბლოზე ანგარიში 15-13 იყო. აი, ხორვატებს კი, 4 გაძევება ჰქონდათ, ბუნებრივია, ეს მათ ნერვიულობაზე მეტყველებდა. ალბათ, ცოტა უფრო მეტი დრო, რომ ყოფილოყო (და სულაც არ არის ეს ფანტაზიის სფეროდან) „დინამო", ამ შეხვედრას, მინიმუმ ფრედ დაასრულებდა. ახლა კი, მხოლოდ 2 ბურთით, 15-13 წააგო და მარცხის მიუხედავად, თბილისური შევხედრის წინ, არც თუ ურიგო განწყობაზე უნდა იყოს.


დინამოელთაგან ყველაზე მეტი 4 გოლი, 7 მცდელობიდან დუშან ვასიჩმა გაიტანა, იოვან სარიჩის ანგარიშზე 3 გოლია (6 მცდელობიდან), 2 გოლი (3 მცდელობიდან) მოდის გიორგი მაგრაქველიძის ანგარიშზე, 2 გოლი გაიტანა მარკო ელაჩამაც (რომელმაც მეტოქის კარს, 7-ჯერ შეუტია). თითო გოლის გატანა მოახერხეს საბა ტყეშელაშვილმა და ანდრია ბითაძემ (ორივემ, მეტოქის კარს 2-2-ჯერ შეუტია).


ე.წ. სიკვდილის ჯგუფის მეორე სათამაშო დღესთან დაკავიშირებით, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა პატარა მიმოხილვა გააკეთა. ჯგუფში, სადაც ყველა თამაში ბრძოლაა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), ბერძნულმა „ოლიმპიაკოსმა", პირვე სათამაშო დღეს, უფრო სუსტი „დინამო თბილისი" დაამარცხა. თუმცა, ახლა ბერძნებს, უკვე სერიოზულ გუნდთან უწევდათ თამაში. ამჯერად, ელინელებმა ბელგრადში, „ნოვი ბელგრადი" დაამარცხე, 9-12. „დინამო თბილისის" მომავალმა მეტოქემ, ესპანურმა „ბარსელონეტამ" კი, იტალიაში „ბრეშასთან" ითამაშა და 14-12 წააგო. „დინამო თბილისი", „ბარსელონეტას" 19 ნოემბერს თბილისში, საცურაო კომპლექს ოლიპიკში უმასპინძლებს.