
გუშინ და დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ჯერ არასრული, საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა, შემდეგ კი, სრული შემადგენლობით (რადგან ლეგიონერები ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი, დავით ვოლკოვი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კაკაბაძე, ვაკო გვილია, ნიკა კაჭარავა გუნდს დღეიდან შეუერთდნენ) ივარჯიშა.
„ვემზადებით შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ. ვფიქრობ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ადვილი თამაში ნამდვილად არ გვექნება. ხვალიდან სრული შემადგენლობით შევიკრიბებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ შეხვედრას გულშემატკივარი დაესწრება, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ჩვენი სურვილია, რომ მთლიანად წელი და კონკრეტულად საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად დავასრულოთ", - ამბობს საბა ლობჟანიძე, სფფ-ს სანაკრებო გვერდის მიერ გამოქვეყნებული სტატიაში.

ეროვნულ ნაკრებთან ერთად სადებიუტო შეკრებაზე იმყოფებიან, გორის „დილას" მეკარე ლუკა გუგეშაშვილი და აზერბაიჯანის „ზირა"-ში მოთამაშე დავით ვოლკოვი. შვედეთან მატჩს, გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებენ. თუმცა, ფეხბურთელები, გუნდთან ერთად უზბეკეთთან დაგეგმილი ამხანაგური თამაშისთვის ემზადებიან. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებთან ერთად არის ნიკა კაჭარავაც. გუნდს, ტრავმის გამო ვერ ეხმარებიან ოთარ კიტეიშვილი და გიორგი მიქაუტაძე. ხოლო გიორგი მამარდაშვილი და საბა ხვადაგიანი, ვილიმ, სვანაძეს 21-წლამდე ნაკრებს ათხოვა.

„რა თქმა უნდა, კოსოვოში მოპოვებული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მითუმეტეს იმ ცუდი სერიის ფონზე, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე გვქონდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ შვედეთის წინააღმდეგ უფრო ლაღად და თავისუფლად ვითამაშებთ. სტადიონზე მაყურებლის დაბრუნება ბუნებრივია დამატებითი მოტივაციაა. მითუმეტეს, რომ თითოეულ ჩვენგანს გათავისებული აქვს თუ როგორი სამწუხარო ტრაგედიის ფონზე მოგვიწია ოქტომბერში თამაში. ახლა კი გვსურს ბათუმელ და სრულიად ქართველ გულშემატკივარს პოზიტივის საფუძველი მივცეთ და ჩვენი თამაშით გავახაროთ", - ამბობს ნიკა კვეკვესკირი.

საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმის აჭარაბეთ არენაზე შედგება. თბილისში გამართული 2 დღიანი შეკრების შემდეგ კი, დღეს, საღამაოს გუნდი ბათუმში, მატარებლით გაემგზავრა.
ხვალ, ბათუმი არენაზე, ტრადიციული მატჩისწინა ბოლო ვარჯიში და ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება.
![]() |
![]() |





ჩვენ










