19-წლამდე ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მონაწილეობს
19-წლამდე ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მონაწილეობს
10.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვასილ მაისურაძის გუნდი პორტუგალიაში გაემგზავრა. საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდის ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებელ ეტაპს შეუდგა. ქარველი ფეხბურთელები, საერთაშორისო ამხანაგურ სამთა ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას სადაც ხვალიდან, 11 ნოემნრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, პორტუგალიისა და დანიის 19-წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

ამ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, მაისურაძემ 20 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ორი „დინამო თბლისის აკადემიის" აღზრდილი გიორგი ჩხეტიანი და გიორგი აბუაშვილი, რომლებიც ამჟამად, პორტუგალიის „ბრაგასა" და „პორტუს" წარმოადგენენ. თუმცა, მათ გარდა 19-წლამდე ნაკრებში „დინამო თბილისის აკადემიის" კიდევ 8 ფეხბურთელია გამოძახებული.


მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).


მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი).


ნახევარმცველები: ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (პორტუ, პორტუგალია), ლუკა წულუკიძე (საბურთალო).


თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).


ალბათ, აღსანიშნავია, რომ ტურნირი, რომელიც პორტუგალიურ ქალაქ ლოუზადაში გაიმართება, სულაც არ იქნება, ვასილ მაისურაძის გუნდისთვის მარტივი გასეირნება. პორტუგალიის 19-წლამდე  ნაკრები, ამ ასაკობრივ ჯგუფში, ევროპის ბოლო სამი ჩემპიონატის ფინალისტია. ისინი, 2017 და 2019 წლებში ფინალში დამარცხდნენ, 2018 წელს კი, იტალიის ნაკრები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. დანიელებმა კი, 2021 წლის 6-12 ოქტომბერს გამართული საკფალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, საქართველოს ნაკრების მსგავსად, პირველ ადგილზე დაასრულეს.  ჯგუფში, ყაზახეთს, ჩრდილოეთ ირლანდიას და მასპინძელი ჩეხეთის რესპუბლიკის ნაკრებ გუნდებს აჯობეს და ისინიც ელიტ-რაუნდისთვის ემზადებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, ნორვეგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი, პირველ ადგილზე დაასრულა და ელიტ-რაუნდის საგზურის მოიპოვა.


ელიტ-რაუნდი, 2022 წლის გაზაფხულზე არის დაგეგმილი. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს კი,  სლოვაკეთი 18 ივნისიდან, 1 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.



გათამაშების კალენდარი:

11 ნოემბერი /  19:00 პორტუგალია - საქართველო

13 ნოემბერი /  19:00  საქართველო - დანია

16 ნოემბერი /  15:00 პორტუგალია - დანია