ოპტიმისტური შვედები და „უმოტივაციო“ ქართველები - თუმცა, კარის გაჯახუნებად ღირს!
ოპტიმისტური შვედები და „უმოტივაციო“ ქართველები - თუმცა, კარის გაჯახუნებად ღირს!
10.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ოპტიმისტურად განწყობილმა შვედეთის ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს, ბათუმი არენაზე ივარჯიშა. მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ბოლო მეტოქემ ჯგუფში, ტრადიციულად, ქართველი ჟურნალისტების თანდასწრებით, შაბლონი ფრაზები არ დაიშურა და ჩვენი გუნდი აქო და ადიდა. სხვაგვარდა, თუ სანიოლის ნაკრების სექტემბრის ფანჯარას გადავხედავთ, უბრალოდ რთული ასახსნელია, რა იგულისხმა „კარგად თამაშში" სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა, ან, „სწრაფ ფეხბურთში", მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, მედიასთან შეხვედრისას "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა. აქ, ლინდელოფი ალბათ, უფრო ქართველთა გენეტიკურად ტექნიკურ შესაძლებლობებს გულისხმობდა, ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით. თუმცა, ახლა, თემას არ ჩავურღმავდებით.




თუმცა, თუ საქართველოს ნაკრები „ხასიათზეა" და გვინდა, რომ შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში, სწორედ, ასეთი ნაკრები ვიხილოთ, მაშინ, იანე ანდერსონის გათვლა, რომ საქართველოს ნაკრები ანგარიშგასაწევია მეტოქეა, აზრს, სულაც არ არის მოკლებული. ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრების მეტოქე, ბათუმში 3 ქულისთვის არის ჩამოსული და შეეცდება მაქიმალურად დაიხარჯოს.


შვედური მედია თვლის, რომ მათმა ნაკრებმა არ უნდა ითამაშოს ისე, როგორც ათენში. არ უნდა იყვნენ თამაშის დროს პასიურები და ამით, მოწინააღმდეგეს, თამაშის სადავეების ხელში აღების შანსი უნდა მოისპონ. ბუნებრივია, ქაღალდზე შვედეთი, საქართველოზე წინაა, დისკვალიფიცირებული ალბინ ეკდალის გარეშეც კი. თუმცა, ეს უპირატესობა მინდორზე აქვთ შვედებს დასამტკიცებელი, მეტი აგრესიული, დისციპლინირებული თამაშისა და სიღრმიდან დაწყებული სწრაფი შეტევების ხარჯზე.




ჯოაკიმ ნილსონი, ვიქტორ ლინდელეფი ცენტრში, იენს კაიუსტე და მატიას სვანბერგისთან (ანოსკარ ლევიცკი) ერთად, კარგად უნდა შეთამაშდნენ კრისტოფერ ოლსონთან და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან. ზლატანი, გუნდში, არა როგორც მხსნელი, არამედ, როგორც კოორდინატორი არის დაბრუნებული - სწორედ, ამ გარემოებაზე აკეთებენ შვედები აქცენტს და ლეგენდის გამოყენებასაც, ალბათ, ამ მიმართულებით უფრო შეეცდებიან.


„ცხადია, როდესაც მისი დონის ფეხბურთელს ნაკრებში თამაშის სურვილი აქვს, ნებისმიერი მწვრთნელისთვის ძალიან სასიხარულო ამბავია. ზლატანი ჩვენთვის მოედანზე და მის მიღმაც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა", - ამბობს ანდერსონი.




შვედები ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახბილებენ, რომ ადრე, ზლატანის ჩრდილში, ბევრი სხვა ფეხბურთელი იჩაგრებოდა. თუმცა, ახლა ყველაფერი შეცვლილია და მისი გუნდში, ყოფნით, შვედები ახალი თაობის ფეხბურთელების წამოწევას და „დაფრთიანებას" გეგმავენ. სწორედ, ზლატანის გამოცდილების გაზიარების იმედი აქვთ, ჩვენს ხვალინდელ მოწინააღმდეგეებს, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ბოლო მატჩებში, ქულების დასაგროვებლად. მითუმეტეს, თუ ამ გამოცდილების გაზიარება, მატჩის საწყისი პერიოდიდან მოხდება და მინდორზე ზლატანი ალექსანდერ ისაკთან ერთად იქნება. თუმცა, ეს „თანამშრომლობა" არც მოგვიანებით შეუშლის ამ „სწავლა-განათლების" პროცესს ხელს.


„ფეხბურთი გუნდური სპორტია, მაგრამ ისაკი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და მაღალ დონეზე თამაშობს, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ ბევრჯერ შეძლებს ჩვენს გახარებას", - ამბობს ანდერსონი.




შვედური გამოცემები, გვირჩვენ, სწორედ ამ ფეხბურთელს მივადევნოთ თვალი, რომელიც სულ 22 წლისაა და მოწინააღმდგეებს, „ქარიშხალივით" გადაუვლის ხოლმე. თუმცა, ასეთი „ქარიშხალები" საქართველოს ნაკრებსაც ჰყავს გუნდში. მთავარია, თამაშისთვის, ვილი, როგორც მოახერხებს მათთვის მიმართულების მიცემას.


ალბათ, კიდევ ერთი კოზირი, ვისზეც ხვალ შვედები გააკეთენ აქცენს, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ საუბარს არ ერიდებიან, ლიდვიგ აუგუსტინსონია. ასეა თუ ისე, შვედები სასურველ პროგნოზებას აკეთებენ და ეს, ხვალინდელ მატჩში მათი გუნდის გამარჯვება და საბერძნეთში, ესპანელების მარცხია. აქვთ რეალური პროგნოზიც - 11 ნოემბერს მოიგებს შვედეთიცა და ესპანეთიც. თუმცა, ყველაზე მეტად, არ უნდათ, ხვალ ბათუმში, ქულების დაკარგვა. რადგან ამ შემთხვევაში, შვედებს, სევილიაში აუცილებლად, 3 ქულის აღება დასჭირდებათ, რადგან სხვა შემთხვევაში, მათ ფლეი-ოფში მოუწევთ, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის აღება.


აქ, უბრალოდ, მოკლედ ვიტყვი - ყოველივე ზემოთაღნიშნულის ფონზე, ქართველი ჟურნალისტების მიამიტური კითხვები, „რატომ წავიდა ნაკრები ბათუმში მატარებლით?", ან „მამარდაშვილი რატომ არ გამოიძახეთ?" (ამის შესახევ, შემადგენლობის გამოცხადებისთანავე, ფედერაციის სანაკრებო გვერდს ჰქონდა მინიშნება გაკეთებული), „აქვს თუ არა მნიშვნელობა მაყურებლის ფაქტორს მნიშვნელობა?" ან, სექტმებრის ფანჯრის თამაშებზე, ნოემბერში „ჩახვევა", მარტივად - საბავშვო ბაღია და კითხვები, დროის გასაყვანად, სადაც პასუხიც ისეთივეა, როგორც „გუშინ"!


შესარჩევი ციკლის დასრულებამდე, რამდენიმე ტურით ადრე, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და კოსოვოს, მხოლოდ ბურთების ბალანსით უსწრებს. შვედეთის ნაკრები კი,  ჯგუფის ლიდერია და ესპანეთს 2 ქულით უსწრებს. შვედები, ბათუმიდან ესპანეთში იგაემგზავრებიან.




ვილი სანიოლის გუნდი, კი 11 ნოემბრის მატჩით, ამ შესარჩევს ასრულებს. მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ხვალინდელი თამაში, ქართველები, დიდი იმედი გვაქვს, რომ გორში, უზბეკეთთან ჩანიშნული ამხანაგური მატჩის შემდეგ, წელს კარგი განწყობით დახურავენ.



შენიშვნა - სტატია ფოტოებით განახლებულია 12:21 am  / სფფ-ს (ლაშა კუპრაშვილის) და ზიზუ ჯიქიას (სპორტფოტო) ფოტოები