გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
11.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბათუმში, საქართველოსა და შვედეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის წინ სანაკრებო ფეხბურთიდან  გიორგი ნავალოვსკი გააცილეს. გამოცდილმა მცველმა, ეროვნული ნაკრების მაისურით, 41 შეხვედრა ჩაატარა. 35 წლის ნავალოვსკის, საქართველოს ნაკრებში ოფიციალური დებიუტი 2008 წლის 27 მაისს ჰქონდა, ესტონეთთან მატჩში. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. სანაკრებო კარიერაში კი, ნავალოვსკიმ ბოლო თამაში, უეფა-ს ერთა ლიგაზე სომხეთის წინააღმდეგ,  2020 წლის 15 ნოემბერს ჩაატარა და მინდორზე 90 წუთი დაჰყო.


გიორგი ნავალოვსკის, ბათუმი არენაზე სამსახოვრო, 22-ნომრიანი მაისური, სწორედ ამ ნომრით ასპარეზობდა წლების მანძილზე გიორგი ნაკრებში, ვეტერანმა ფეხბურთელმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.