
შეხვედრის დასაწყისში მცირედი უპირატესობა, შემდეგ ჭკვიანურად თამაშის კონტროლი და ბოლოს - გამოყენებული ჯოკერი. გინდათ შემთხვევითობა დავარქვათ, გინდათ იღბალი, მაგრამ დღეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელსაც ბევრი თვლიდა, რომ „მოტივაცია" აღარ ჰქონდა, მთელი შვედეთის „ტაქტიკოსების" გათვლებს ჭკუით აჯობა და სწორედ, იმ სცენარით დაასრულა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ბოლო შესარჩევი მატჩი, რომელსაც იანე ანდერსონი, ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი, არ ისურვებდა ენახა. შვედეთის ნაკრებმა, თავის ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად, ბათუმში, საქართველოს ნაკრებთან 2-0 წააგო. ანდერსონის „ცუდ სიზმარს" ისიც დაემატა, რომ ესპანეთი, საბერძნეთში სარაბიას გოლით, 26-ე წუთზე დაწინაურდა და თუ ეს შეხვედრა, ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა, შვედებს, 14 ნოემბერს, სევილიაში, აუცილებლად მასპინძლეთა დამარცხება დასჭირდებათ, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად, ფლეი-ოფის თამაში მოუწევთ.
არადა პირველ ტაიმში, საქართველოს ნაკრებმა, მას შემდეგ, რაც საწყისი 14 წუთი იაქტიურა ნელ-ნელა, ინიციატივა, შვედებს გადააბარა. მათაც ბურთი დაიჭირეს, სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლნენ, მაგრამ ყოველივეს გაკონტროლებას საქართველოს ნაკრები ახერხებდა. მცირედი ხარვეზების მიუხედავად, რის შემდეგაც შვედები საქართველოს კარის ჩარჩოში დარტყმას ახერხებდნენ, სანიოლის გუნდმა, რომელსაც დღეს, ზურაბ ხიზანიშვილმა უხელმძღვანელა (სანიოლი ამ ეტაპზე „დასჯილი" იყო და გუნდს ტრიბუნიდან ქომაგობდა) თავი დაიცვა. ტრადიციულად, მოწოდების სიმაღლეზე იდგა გიორგი ლორია, მთელი შეხვედრი მანძილზე 8-ჯერ იხსნა კარი.

„საკმაოდ მძიმე წაგება იყო, ამის ახსნა არაა საჭირო. ამას, ისედაც ყველა ხვდება. ჩვენ, პიტველ ტაიმში, რომ გაგვეტანა, სულ სხვა თამაში იქნებოდა. მერე კი მოხდა ის, რაც მოხდა. ნამდვილად მძიმე მარცხია" - იტყვის თამაშის დასრულების შემდეგ, შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავბარი მწვრთნელი, იანე ანდერსონო. ბუნებრივია, ზოგჯერ სასიამოვნოა, მატჩის ასეთი შეფასება შენი მოწინააღმდეგისგან მიიღო და განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ამას შენზე ბევრად ძლიერი ნაკრების თავკაცი აკეთებს.
მატჩამდე, შვედური მედია წერდა, რომ საქართველოსთან თამაშში, იბრაჰიმოვიჩი, „გამანაწილებელი" იქნებოდა და ძირითადად თანაგუნდელებს, ასე უხელმძღვანელებდა. წონიანმა, იბრამ, რამდენიმე მომენტში ნიდრელანდელ მსაჯთანაც სცადა უპირატესობა მოეპოვებინა, თუმცა, ამ ხერხმა არ გაჭრა. შვედებს, აშკარად ემჩნეოდათ, რომ არც საქართველოს ნაკრებისგან ელოდნენ, მსგავს წინააღდეგობას, თან თავადაც არ მისიდიოდათ თამაში. ეს გარემოება კი, მათ აშკარად ანერვიულებდათ. მატჩის შემდეგ, შვედური მხარე, მთლიანად პირველ ტაიმზე „ტეხს ჯოხს", ვითომდა, აქ გატანილი გოლით თამაშის სურათი შეიცვლებოდაო. პირველ ტაიმში ჩვენს ნაკრებსაც ჰქონდა ერთი კატგი მომენტი, კვევკვესკირის დაწყებული შეტევა, აზაროვმა გააგრძელა, მერე კვარაცხელიამ და ბოლოს, ლობჟანიძეს, საკმაოდ უხერხული კუთხიდან, სულ ცოტა დააკლდა გოლამდე.
შვედების გასაჭირი, რომლებიც მეორე ტაიმში დომინირებდნენ, ერთ უწყინარ სტანდარტულს მოჰყვა, რომლის შემდეგაც, სტუმართა მეკარის ბაქანში აურზაური, კარგად გამოიყენა ხვიჩა კვარაცხელიამ და ანგარიში გახსნა. სხვათა შორის, თამაშამდე, შვედები 22 წლის ისაკზე საუბრობდნენ და მოსალოდნენ „ქარიშხალზე" ამახვილებდნენ ყურადღებას, რომელიც ახალგაზრდა შვედს, ვეტერანი ზლატანის დახმარებით უნდა დაეტეხა საქართველოს ნაკრების თავს. თუმცა, კოლხეთის დაბლობიდან წამოსული „სმერჩი", სახელად „კვარა" 16-წუთიანი სიხშირით მოევლინა მათ თავს. ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი 61-ე და 77-ე წუთებზე შეასრულა, ამასთან კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა და მშვიდი გულით, დატოვა მოედანი. სხვთა შორის, თამაში კარგად შემოვიდა დავით ვოლკოვი.

შვედების კაპიტანი თვლის, რომ დღეს არ იყო მათი წასაგები თამაში, რადგან ბევრი მომენტი ჰქონდათ. საქრათველოს ნაკრების „გამართლებაზე" საუბრობს მთავარი მწვრთნელიც. შვედების ნაამბობი, ვილისაც უამბეს, რაზეც, საკმაოდ მხიარულ განწყობაზე მყოფმა სანიოლიმ უპასუხა: „ვიტყოდი, რომ პირველ შეხვედრაში შვედეთს გაუმართლათ, რადგან მაშინ წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. შვედეთს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ, ეს გუნდი დიდი ხანია ასეთი სტილის ფეხბურთს თამაშობს. მცირე განსხვავება მხოლოდ მაშინაა, როცა მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩია. ჩვენ ვიცით, რომ შვედეთს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და მათზე ძლიერები არ ვართ, ამიტომაც, ეს გამარჯვება ძალიან გვიხარია", - ამბობს სანიოლი.
ბუნებრივია, რომ ესპანეთთან გასამართი პრინციპული თამაშის წინ, შვედები ძალებსაც გაუფრთხილდნენ და სადისციპლინო სანქციის ზღვარს პირას მყოფ, თითქმის 8 ფეხბურთელსაც. საქართველოს კი, ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. სათადარიგო სკამზე იყო ჯაბა კანკავაც, რომელსაც, როგორც იქნა, კუთვნილი, ნაკრებში ჩატარებული, მე-100 მატჩის სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.

მაშ ასე, როგორც ვვარაუდობდით, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევის ბოლოს, კარი ხმაურიანად გაიჯახუნა, თან ისე, რომ „მარკასაც" კი ვივა ხეორხია აძახებინა. ჩვენ ასეც და ისეც, დიდი ალბათობით და ეს 14 ნოემბრის მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა, ჯგუფს მეოთხე ადგილით დავასრულებთ და ალბათ, რომ არა უშუალო კონკურენტთან, კოსოვოსთან, ბათუმში განცდილი მარცხი, ახლა უფრო კარგ ხასიათზე ვიქნებოდით.
მატჩის შემდეგ, მაშინ როცა, საქართველოს ეროვნიული ნაკრები, ქომაგთა ტრიბუნასთან გამარჯვებას ზეიმობდა, ზლატანი შვედური მედიისთვის კომენტარში აღნიშნავდა, რომ დღევანდელი მარცხი, მათი მხრიდან, საქრათველოს ნაკრების შეუფასებლობა არ იყო, თუმცა, ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს.

სფფ-ს ფოტოები / ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ








