ვილი სანიოლი - აცადეთ თამაში!
ვილი სანიოლი - აცადეთ თამაში!
12.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი / თამარ აბულაძე

დღეს, ბათუმი არენაზე, საქართველოსა და შვედეთის ნაკრებებს შორის მატჩი დასრულებული არ იყო, როდესაც, ცნობილმა ესპანურმა გამოცემა „მარკამ", საქართველოს ნაკრებისა და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, საქებარი სიტყვები არ დაიშურა. უფრო მეტიც, კარზე მომდგარი საბერძნეთი-ესპანეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის დაყებამდე, ქართველს, ვრცელი სტატია მიუძღვნა.

„კვარაცხელია, ესპანეთის ნაკრების ყველაზე კარგი მეგობარი გახდა. შვედეთის კარში გატანილი ორი გოლით, მან ესპანეთის ნაკრებს ლანგრით მიართვა პირველი ადგილი, რომელიც ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას აძლევს. ეს უნდა იყოს, ყაზანის „რუბინის" დასასრული, რამეთუ ფართო საზოგადოებისთვის არც თუ ცნობადმა სახემ, ესპანელი გულშემატკივრის წინაშე, თავი წარადგინა.


კვარაცხელია, რომელიც რუსეთის ბოლო ორ ჩემპიონატზე, საუკეთესო ახლაგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს, ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია და ერთ-ერთია იმ ჩაკეტილი სივრციდან, რომელიც ევროპის ძლიერ კლუბში მოხვედრაზე ოცნებობს. „ვფიქრობ, რომ ის, „რეალის" ან „ბაიერნის" წევრი იქნებაო", ამბობს მისი აგენტი.


„მადრიდის „რეალი" არ არის შემთხვევითი. ჩემი ყველა შვილი ამ გუნდს გულშემატკივრობს", - ამბობს ბადრი კვარაცხელია, ხვიჩას მამა, რომელიც თავის დროზე აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა. ტრანსფერმარკეტის საბაზრო ღირებულება, რომელიც ამ მომენტისთვის 18 მილიონ ევროს შეადგეს და რომელიც 20 წლის ასაკში მყოფი ფეხბურთელისთვის მაღალია, კიდევ შეიძლება გაიზარდოს თავად ფეხბურთელის სათამაშო დონის ზრდასთან ერთად. რუსეთის ჩემპიონატზე, მხოლოდ „ზენიტის" ფეხბურთელებს, აზმუნსა და მალკომ აქვთ, მასზე მეტი ღირებულება.


ამ ფეხბურთელმა, ესპანეთის ნაკრებს უკვე გაუტანა გოლი, მეორე სათამაშო დღეს, როდესაც მატჩის ბედი, ლუის ენრიკეს გუნდს 92-ე წუთამდე ვერ ჰქონდა გარკვეული და დანი ოლმოს გოლით გაიმარჯვა. ქართველებს, ყველაზე მეტად  მასზე ამყარებენ იმედებს, რომ ერთ დღესაც ის, ბებერი კონტინენტის ძლიერი გუნდის მაისურს მოირგებს. ყოფილი ფეხბურთელი ვლადიმე  გუცაევი ამბობს, რომ „ის საკუთარ თავს აგონებს. აქვს დიდი პოტენციალი. აქვს სისწრაფე, ინტუიცია და ტაქტიკური ინტელექტი. რაც მთავარია ისმ ფეხბურთით ცხოვრობს. იღვიძებს და იძინებს ბურთთან ერთად".


შვედებთან მისმა დუბლმა, ესპანეთს დამატებითი პასი მისცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად, ამასთან ახალგაზრდა ფეხბურთელის სახელი უფრო რეზონანსულად გაჟღერდება ბაზარზე, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელების მოთხოვნილება ყოველთვის არის".




„მარკა"-ში გამოქვეყნებული ამ სტატიის საპასუხოდ, ალბათ, უფრო არა, მაგრამ ქართული მედიის წარმომადგენლების ქრონიკულ შეკითხვებზე, რომდემდე უნდა იყოს ხვიჩა „რუბინში", სანიოლიმ, დღეს, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ქართული მეიდიის წარმომადგენლებს გვთხოვა კვარაცხელიას ვაცადოთ თამასში.


„ის ბოლო დროს საუკეთესო ფორმაში არ იყო, მაგრამ ჩვენ მას ვენდობით. საქართველოში, ძალიან უყვართ მისი თამაშის ყურება და გირჩევთ, რომ ნაკლები ილაპარაკოთ მის ტრანსფერზე და თამაში აცადოთ. ამის მერე, ყველაფერი ბუნებრივად მოხდება, რადგან ასე თუ ითამაშებს, აუცილებლად გადავა კარგ ევროპულ გუნდში", - აღნიშნა სანიოლიმ.


შვედებთან მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლები 61-ე და 77-ე წუთებზე გაიტანა. „ძალიან მოხარული ვარ ასეთი გოლებით, მითუმეტეს, როდესაც საქართველოს ნაკრებში თამაშობ. კარგ ნოტაზე დავამთავრეთ თამაში, იმიტომ, რომ მოვიგეთ. კიდევ უფრო დიდი მიზნები გვაქვს ჩვენ. ვიმსახურებთ უფრო მეტს და ამისთვის, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩემი აზრით, ეს მოგება უფრო წინ წაგვწევს და შემდეგი თამაშებისთვის, უფრო დიდი მოტივაცია გვექნება" - ეს კიდევ, ხვიჩას პირობაა, ქართველ გულშემატკივართან.




სფფ-ს ფოტო