შერმადინი ფორმას იღდგენს: 14 ქულა 17 წუთში და გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის მატჩში
შერმადინი ფორმას იღდგენს: 14 ქულა 17 წუთში და გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის მატჩში
12.11.2021
ავტორი: ი.პ.

საქართველოს ნაკრებს 26 ნოემბერს უკრაინის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ელის. ამ შეხვედრისთვის ნელ-ნელა ფორმაში შედის გიორგი შერმადინი, რომელმაც ოქტომბერ-ნოემბერში წელის ტრავმა გადაიტანა.


შერმადინის "ტენერიფემ" ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მორიგი მატჩი უკრაინულ "პრომეთეისთან" გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, 80-78 გაიმარჯვა. შერმადინმა 17 წუთი ითამაშა და მასპინძელთა შორის ქულებით მეორე იყო - 14 ქულა. მან 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 2-2 მოხსნა-პასია. ტენერიფელთაგან ყველაზე მეტი ბრუნო ფიტიპალდომ ჩააგდო - 18.


ტენერიფელებს უახლოესი შეხვედრა 14 ნოემბერს ელით - ესპანეთის ჩემპიონატში ბექა ბურჯანაძის „ბეტისს" დაუპირისპირდებიან.


იხილეთ ფრაგმენტები მატჩიდან