„რუსთავმა“, როგორც იქნა მოიგო...
„რუსთავმა“, როგორც იქნა მოიგო...
13.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, „რუსთავმა", საკალათბურთო სუპერლიგის 2021-22 წლების გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ანატოლი ბოისას გუნდმა, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, რეგულალური ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში „მეგა" 79-93 დაამარცხა.

„მეგამ", რომელიც დღევანდელი მარცხის მიუხედავად, კვლავინდებურად, სატურნირო ცხრილში „რუსთავზე" ბევრად წინ არის, თამაში აქტიურად დაიწყო და პირველი მეოთხედი, 23-18 მოიგო. ამ კლუბის საუკეთესო შედეგის მქონე მოთამაშემ, ჯიმონ ჰენსონმა, მხოლოდ შეხვედრის ამ მონაკვეთში 8 ქულა აიღო. თუმცა, მომდევნო სამ პერიდოში, „რუსთავმა" მისი, შეჩერება ასე თუ ისე მოახერხა. ბოისას გუნდი, გონს მეორე მეოთხედში მოიგო. რუსთაველებმა დაცვაში ყურადღებით დაიწყეს თამაში. ფარს 13-ჯერ შუტიეს, მათ შორის 5-ჯერ სამქულიანი ზონიდან, საიდანაც 3 ზუტსი აღმოჩნდა, საერთო ჯამში კი, 7 ზუსტი სროლის ხარჯზე ეს მეოთხედი, „რუსთავმა" მოიგო 20-25. დიდ შესვენებაზე კი, გუნდები, საყაიმო ანგარიშით 43-43 გავიდნენ.


მესამე მეოთხედში, ქვემოქართლის გუნდმა მეტოქეს, ტაქტიკურადაც აჯობა და ეს მონაკვეთი, საბოლოოდ, ქულის სხვაობით, 21-29 მოიგო. შესაბამისად, ბოლო მეოთხედის წინ, ბოისას გუნდს, უკვე 8-ქულიანი ფორა ჰქონდა.  ეს უპირატესობა კი, რუსთავმა აღარ გაუშვა ხელიდან და დასკვნითი მეოთხედის ერთ მონაკვეთში, ანგარიშში სხვაობა 19 ქულამდეც კი გაზარდა. ამან, რუსთაველებს, თამაშის მშვიდად ჩამთავრების საშუალება მისცა. ჩემპიონმა მოიგო პერიოდი 14-21, საბოლოოდ, შეხვედრაც და მიმდინარე სეზონში, პირველი გამარჯვება მიითვალა.


გამარჯვებულთაგან, საუკეთესო შედეგი კრისტიან კილინგს ჰქონდა, რომელმაც 25 ქულა დააგროვა.


***




მეორე დაპირისპირებაში, რომელიც დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, „კაკტუსმა", „ვერა" მიიღო. არჩილ ჟღენტის გუნდმა, პირველ ორ მეოთხედში 22-22 ქულა დააგროვა - პირველი მეოთხედი 22-16, მეორე კი, 22-19 მოიგო და შესაბამისად, დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით, 44-35 გავიდა. რეალურად, შეხვედრის ამ მონაკვეთში, „კაკტუსმა" მეტოქეს, შანსი თითქმის არ დაუტოვა.


თუმცა, მეორე ტაიმში, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. დავით გასიტაშვილის გუნდმა, ნელ-ნელა მოახერხა თამაშის გამოსწორება და მესამე მეოთხედის დასრულეამდე სამი წუთით და 18 წამით ადრე, ანგარიშიც გაათანაბრა, 50-50. სხვათაშორის ამ შეხვედრაში, ანგარიში ერთხელ, სწორედ აღნიშნულ მომენტში გათანაბრდა და ამის შემდეგ, უკვე „ვერამ" დაიწყო ქულების დაგროვება. ვერელებმა მესამე მეოთხედი 15 ქულით, 10-25 მოიგეს. საერთო ჯამში კი, დასკვნითი პერიდის წინ 6-ქულით (54-60) დაწინაურდნენ. ბუნებრივია, 6 ქულა, ერთ მეოთხედში, არაა რთული „ამოსაღები", თუმცა, ამისთვის, ცივი გონებით თამაში და ალბათ, გამართლებაც არის საჭირო.  „კაკტუს" კი, დღეს, სწორედ ეს ელემენტები დააკლდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მეოთხედი, მხოლოდ ერთი ქულით 19-20 წააგო, შეხვედრაში 7 ქულა დათმო. მატჩის საბოლოო ანგარიში 73-80 არის, „ვერას" სასარგებლოდ, რომელიც, ხვალინდელ მატჩებამდე, რომლებიც კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, თსუ-ს შემდეგ, მეორე პოზიციაზეა.


დღევანდელ შეხვედრაში კი, ორივე გუნდში, ორმაგი დუბლით, საუკეთესო „ვერა"-ს მოთამაშე ვახტანგ ქადარია იყო, რომელმაც 22 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა ანგარიშზე.


***


14 ნოემბრის თამაშები:

12:00 „ტიტები" - „ოლიმპი"

15:00 თსუ - „ქუთაისი"

18:00 „ცხუმ-აფხაზეთი" - „დინამო"