
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, პორტუგალიაში მიმდინარე სამთ ა ტურნირზე, ორივე მატჩი წააგო, ამასთან 4 გოლი გაუშვა, თავად კი, ძალიან ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. პირველ შეხვედრაში ვასილ მაისურაძის ნაკრები, მასპინძელ პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მიუხედვად იმისა, რომ მთელი შეხვედრის მანძილზე სათამაშო უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე საგოლე მომენტიც ჰქონდა, მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა. გოლი შეხვედრის, ჩვენების შეუთანხმებელი თამაშის შემდეგ მე-10 წუთზე მაჩოი დიალომ გაიტანა.
„ტურნირს ნუ დავარექმევთ, იმიტომ, რომ არათანაბარ პირობებში მოგვიწია თამაშების ჩატარება. პორტუგალიასთან, პირველი თამაშის მერე, უდავოდ ძალების აღდგენა ვერ მოვასწარით. დღეს ეს, იგრძნობოდა", - ამბობს ვასილ მაისურაძე, საქართველოს 19-წლამდეთა მთავარი მწვრთნელი.
პორტუგალიასთან მატჩიდან ერთ დღეში, პირველი შეხვედრის მსგავსად, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, მეორე თამაშშიც, გოლი დაწყებიდან მალევე, მე-11 წუთზე გაუშვა. ისევე, როგორც პირველ მატჩში, ვასილ მაისურაძის შეგირდებს, არც დღეს უთამაშიათ ურიგოდ, თუმცა, გუნდს, ემჩნეოდა, რომ ძალების აღდგენა ვერ მოახერხეს. დანიელებმა, 38-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდეს და შესვენებაზე, კომფორტული უპირატესობით გავიდნენ. ბოლო, მესამე გოლი, მე-80 წუთზე გაგვიტანეს და შეხვედრა, დანიელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა.
„ალბათ, შეიძლება ხაზი გავუსვათ, იმ გარემოებას, რომ ძალები არ გქვოდა აღდგენილი და ასეთი ძლიერი გუნდთან, ვიტყოდი, რომ ევროპის მასშტაბით, ძალიან ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. გვაჯობეს ფიზიკური კონდიციით. თუმცა, თამაშში, მაინც იყო დადებითი მხარეები. ჩვენ, მაინც ვითამაშეთ ფეხბურთი, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოვერიეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თამაშებში გვაკლდა ორი საკვანძო ფეხბურთელი, რომლებიც ამ გუნდისთვის, ძალიან საჭირონი არიან - ლუკა გაგნიძე და საბა ხვადაგიანი. ასე, რომ ჩვენ ჯერ, კიდევ ვერ ვითამაშეთ სრული შემადგენლობით", - ამბობს მაისურაძე.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, შეგახსენებთ, რომ ელიტ-რაუნდისთვის ემზადება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე, ბოლო ტურნირზე ჩვენები, 2022 წლის გაზაფხულზე ითამაშებენ. საქართველოს 19-წლამდეთა ნაკრების მეტოქეების ვინაობა კი, მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილ წილიყრაზე გახდება ცნობილი. მაისურაძის გუნდმა, ელიტ-რაუნდში მონაწილების უფლება, ერთი თვის წინ, ნორვეგიაში გამართული საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მოგების შემდეგ მოიპოვეს. აღნიშნული ტურნირი, ჩვენება პირველი ადგილით დაასრულეს.
„ელიტ-რაუნდისთვის მზადებას რაც შეეხება, ვფიქრობ, ორივე თამაში, ასეთ ძლიერ მეტოქეებთან, როგორებიც პორტუგალიისა და დანიის ნაკრებები იყო, ძალიან გამოგვადგება. თუმცა, მარტამდე სასიცხოცლოდ გვჭირდება კიდევ, 2 თამაში. მარტში იქნება, ეს თუ აპრილში არ ვიცი, მაგრამ მთლიანი, ოპტიმალური შემადგენლობით, რომ გავიდეთ მოედანზე, ძალიან საჭიროა", - ამბობს ვასილ მაისურაძე,
მაშ ასე, დეკემბერში წილისყრა, შემდეგ, გაზაფხულზე ელიტ-რაუნდი, სადიდანაც, დიდ იმედებს ვიტოვებთ, რომ საქრათველოს 19-წლამდე ნაკრები, ფინალურ ტურნირზე გასვლას მოახერხებს. ფინალური ტურნირი, სლოვაკეთში, 2022 წლის 18 ივნისიდან, 1 ივლისამდე გაიმართება. დრო არის კიდეც და თან ძალიან ცოტა. თუმცა, საკმარისი, იმისთვის, რომ „პორტუგალიის გაკვეთილებიდან" დასკვნები გავაკეთოდ. მანამდე კი, ჩვენები თბილისში, ხვალ, 14 ნოემბერს ბრუნდებიან. პორტუგალიური „სამთა ტურნირის" გამარჯვებულის გამოსავლენად კი, 15 ნოემბერს, ერთმანეთს, ძალებაღდგენილი მასპინძელი პორტუგალია და დანიის ნაკრებები შეხვდებიან.





ჩვენ








