ინგლისთან სათამაშოდ, რამაზ სვანაძის გუნდი, თბილისიდან ბათუმში ხვალ გაემგზავრება
ინგლისთან სათამაშოდ, რამაზ სვანაძის გუნდი, თბილისიდან ბათუმში ხვალ გაემგზავრება
13.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველო ახალგაზრდული ნაკრები სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე, ინგლისელ თანატოლებთან შეხვერისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის გუნდი, 16 ნოემბერს, 18:00 ბათუმში, ითამაშებს. მანამდე კი, 23 ფეხბურთელის შემადგენლიბით ვარჯიშობს. თამაშის დატვირთვიდან გამომდინარე და ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელთა შეთანხმებით, ინგლისთან მატჩში, 21-წლამდე ნაკრებს, გიორგი მამარდაშვილი და საბა ხვადაგიანი დაეხმარებიან. სვანაძის გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ლუკა გაგნიძეც, რომელიც საბა ხვადაიგიანთან ერთად, პორტუგალიაში, ვასილ მაისურაძეს დააკლდა. სამწუხაროდ, გუნდს, ტრავმის გამო „სამტრედიას" ნახევარმცველი, ანატოლი მესიაჩენკო ვერ დაეხმარება.


საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში გამოძახებულნი არიან:


მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913).


მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი თბილისი)


ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ოთარ ფარულავა (გაგრა), გიორგი მოისწრაფეშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი).


თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).


ხვალ, ჩვენი გუნდი, ბათუმში გაემგზავრება და ბოლო მოსამზადებელ ვარჯიშსაც იქ გამართავს.



სფფ-ს ფოტო