
ლატვიის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს მედლის შემდეგ, 19 წლის ნიკა ეგაძე, ავსტრიაში დასრულებული Cup of Austria Icechallenge-ის გამარჯვებული ხდება. ერთ-ერთ პრესტიჟულ საციგურაო ტურნირზე, რომელსაც ტრადიციაულად ავსტრულმა გრაცმა მეათედ უმასპინძლა, ქართველმა, ორი სახეობის ჯამში 227.54 ქულა დააგროვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ნიკა ეგაძემ, მოკლე პროგრამაში 68.02 ქულა აიღო და 25 სპორტსმენს შორის მხოლოდ მე-12 პოზიცია დაიკავა. თუმცა, თავისუფალ პროგრამაში 159.55 ქულა დააგროვა, რაც ამ დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. ორი დისციპლინის ჯამში კი, ავსტრიულ ტურნირზე ჩასულმა ქართველმა, რომელიც სენიორთა შორის ახალი სეზონიდან პირველად ასპარეზობს (ყაზახეთი (4), ლატვია (3), ავსტრია (1)), უკან იაპონელი და ამერიკელი მოციგურავეები ჩამოიტოვა და როგორც აღვნიშნეთ, გრაცის Cup of Austria Icechallenge-ის გამარჯვებული გახდა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველ მოციგურავეს ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და ოფიციალურად შეჯიბრებში მონაწილეობა რამდენიმე თვეა განაახლა.





ჩვენ








