სჯობს გვაინ, ვიდრე არასდროს - სანიოლის, როგორც იქნა გუნდის 99%-მა გაუგო
სჯობს გვაინ, ვიდრე არასდროს - სანიოლის, როგორც იქნა გუნდის 99%-მა გაუგო
14.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2021 წლის ბოლო შეხვდრას ჩაატარებს. თამაში, ამჯერად გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ჩვენები, უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან, თუმცა, გორელებს იმედი, იმედად დარჩებათ და საქართველოს კარის ღირსებას, ბათუმის „დინამოს" მეკარე, ლაპაზარე კუპატაძე დაიცავს, რომელმაც, როგოც ჩანს საბოლოოდ ამოაგდო ვილი სანიოლის თვალსაწიერიდან გიორგი მაკარიძე და მყარად, ნაკრების ნომერ მეორე მეკარედ ჩამოყალიბდა.


„სამწუხაროდ, მე მომიწევს ბევრი გორელის და იმ რეგიონის მცხოვრების იმედების გაცრუება ლუკა გუგეშაშვილთან დაკავშირებით. იგი, ნაკრებში პირველად არის და მას ჯერ კიდევ აღმოსაჩენი აქვს გუნდი. მან უნდა აღმოაჩინოს ეროვნული ნაკრების დონე და რა თვისებებია საჭირო, ამ დონეზე სათამაშოდ. მე არ ვიტყვი რა ცვლილებები იქნება ხვალ, მაგრამ, ვიტყვი და დავაანონსებ, რომ ხვალ, საქართველოს ნაკრების კარს დაიცავს ლაზარე კუპატაძე. „კუპა" არის კარგი პიროვნება, ის კარგად მუშაობს და როდესაც, რუმინეთში მივეცით შანსი, ამიტომ ვთვლი, იმ დამოკიდებულებით ვარჯიშების მიმართ, თანაგუნდელების მიმართ, მან დაიმსახურა ითამაშოს", - ამბობს ვილი სანიოლი, დღეს, შერატონ მეტეხი პალასში გამართულ პრესკონფერეციაზე.




მიუხედავად იმისა, რომ პრესკონფერენცია, კონკრეტულად ხვალინდელ ამხანაგურ შეხვედრას ეძღვნებოდა, ბუნებრიავია, რომ მედიის ერთ ნაწილს, მთლიანად, ვილი სანიოლის გუნდში მოსვლის დღიდან, ამ მომენტამდე ჩატარებული სამუშაოს შეფასება უფრო აინტერესებდა. შესაბამისი თემით, დავვინტერესდით ჩვენც, რადგან სწორედ, „შერატონში", სანიოლისთან ნაცნობობისას ითქვა, რომ მსოფლიოს შერსარჩევი თავისთავად, მაგრამ ამ ცილკში აქცენტი, უფრო მომდევნო, ევროპა ლიგის თამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპი იქნებოდა. რა დაინახა, ვინ დაინახა და რა გზით გააგრძლეებს სანიოლი იმ გუნდის შენებას, რომელში მოვსლის დღიდანაც, პირველი რაზეც ყურადრება გაამახვილა დისციპლინა იყო.


„ამ კვალიფიკაციასა და ერთა ლიგის მოახლოებულ გათამაშებასთან დაკავშირებით... იცით, ფეხბურთი არის ემოცია. ზოგჯერ ფეხბურთელებისთვის და ზოგჯერ, ჩემთვისაც კი, რთულია გაიგო, რომ როდესაც რაიმეს შეცვლა გინდა, ფეხბურთში ამას, ცოტა დრო სჭირდება. როდესაც გინდა გუნდის შენება, ეს არ ჰგავს სახლის შენებას, როდესაც იცი, რომ მას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება, პირველი აგურიდან, შენობის ბოლო ნაწილამდე. ჩვენ, ზოგჯერ უფრო მეტი დრო გვჭირდება, ვიდრე ამაზე გვაქვს გათვლა. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ მივაღწიე იმას, რაც მინდოდა. ჩვენ შევძელით ჯგუფში კონკურენციის გაწევა. კონკურენცია კი, ბევრს ნიშნავს ფეხბურთში. კონკურენცია ფეხბურთელებს ზრდის. მე, ვერ ვიქნები დარწმუნებული, რა იქნება გაზაფხულზე, რადგან ახლა, ჯერ ნოემბერია. ბევრი რამ შესაძლოა მოხდეს დღეიდან ივნისამდე. თუმცა, აქედანვე ვიცი, რომ 99%-ს ჩემი გუნდიდან, ესმის რა მინდა მე, სად მინდა რომ წავიდეთ და როგორ გავაკეთოდ ეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ფეხბურთელებს ესმით ჩემი არჩევანი და ჩემი ამბიცია. იცით, ფეხბურში ის, რაც არის დღეს სიმართლე, ხვალ შეიძლება არ იყოს. ამიტომაც ვმუშოაბთ ამის ირგვლივ. მე ვფიქრობ, იმ ფეხბურთელებზეც, რომლებიც, ამ მომენტში არ არიან ჩვენთან ერთად - კიტეიშვილი, ტაბიძე, რომლებსაც ტრავმები აქვთ. კაჭარავ, რომელიც ახლახანს დაგვიბუნდა... რაც უფრო დიდი იქნება ჯგუფი, ჩემთვის ხარიხსი იქნება უკეთესი, რადგან გავაკეთო უკეთესი არჩევანი", - ამბობს სანიოლი.




ვილი სანიოლი ბუნებრივია არ საუბრობს, რამდენად გაიზრდება მისი თვალთახედვის არეალი და გამოჩნდებიან თუ არა, მისი ფორმაციის ნაკრებში ახალი სახეები, მაგალითად როგორიც დავით ვოლკოვია, რომელიც „ისე მაღლა ახტა, რომ ის ჯერ კიდევ იქ არის და რომ ჩამოვა", ვილი მაშინ ჩაუჯდება „ვოლკის" სალაპარკოდ და იქნებ, ეტყვის კიდევაც, რომ ნანობს, რომ მას აქამდე, ნაკრებში თამაშის შანსი არ მისცა. როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ძალიან აღიზიანებს ბევრი შეკითხვა ცალკეული ფეხბურთელების შესახებ, თუმცა, მას დღეს, მსგავს კითხვებზე, რომლებიც ჩემს კოლეგებს ონლაინ გულშემატკიბვრემაც შეაშველეს, მაინც მოუხდა პასუხების გაცემა. მიუხედავად ამისა, ფრანგისთვის გუნდის ევოლუცია არ არის ცალკეული გვარები და სახელები, არამედ არის თავად გუნდი, რაშიც ბუნებრივია ძნელია არ დაეთანხმო. ვილი სანიოლის მოსწონს, რომ დღეს, ფედერაციასთან ერთად იცის, რა გზით უნდა გააგრძელოს მუშაობა. ფეხბურთელებმა ახლა იციან, „მე რას ვითხოვო", ამბობს სანიოლი.


კიდევ ერთი, რაზეც მედია და ვილი შეთანხმდნენ, ეს სათამაშო პოზიციებზე კონკურენციის გაზრდაა. რაც ბუნებრივია, რომ ჯერ კიდევ თუ არა, მომავალში სათამაშო ხარიხსაც აუცილებლად დაეტყობა, რადგან შვედებს კი მოვუგეთ, მაგრამ სიმართლეს თვალს თუ გავუსწორებთ, შვედებმაც იმ კონკრეტულ შეხვედრაში, ვერ ივარგეს.




„ჯანსაღი კონკურენცია, რა თქმა უნდა ფეხბურთელის მოტივირებაზე აისახება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, როდესაც ეროვნულ ნაკრებში თამაშობ, არა მგონია იქ საჭირო იყოს, რაღაც ზედმეტი მოტივიაცია ფეხბურთელისთვის, რადგან ცალსახად, შენი ჰიმნისთვის, შენი დროშისთვის, შენი ქვეყნისთვის თამაშობ და ზედმეტი მოტივაცია, არ მგონია ვინმეს სჭირდებოდეს. მითუმეტეს თუ, სანაკრებო პაუზის სპეციპიკას მივიღებთ მხედველობაში, აქ არ არის დრო იმისთვის, რომ 2-3 ვარჯიშით, სასურველ ფორმაში შეხვიდე, თუ არ ხარ. ამიტომ, ამისთვის აუცილებელია, გუნდში ჰქონდეს სათამაშო პრაქტიკა. თუ არ გაქვს, სათამაშო პრაქტიკა, იმუშაო დამატებით, შენს ფიზიკურ მომზადებაზე, რადგან მზად იყო, მაშინ, როდესაც შენს ეროვნულ ნაკრებს სჭირდები, შენი მაქსიმუმი გაიღო მოედანზე. როდესაც არ ვიყავი ეროვნულ ნაკრებში, მეც თქვენსავით ვგულშემატკივრობდი და ამ მხრივაც, არ მაკლდა მოტივაცია. ყველანაირად გვედრში ვიყავი ბიჭებთან, ვიყავი კონტაქტში და ვეხმარებოდი, ასე ვთქვათ, რითაც შემეძლო იმ მომენტში. არასოდეს, არავის, ამ ფორმაციის ნაკრებში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საუბარი იყო ადრე მოტივაციაზე და რაღაც ფაქტორებზე, იგივე სექტემბრის თამაშებზე, დარწმუნებული ვარ, რომ მოტივაციის პრობლემა, ამ ნაკრებში არ არის და არც იქნება მომავალში, რადგან ყველას, 100%-ით გათავისებული აქვს, თუ რას ნიშნავს, ემსახურებოდე შენს ქვეყანას და თამაშობდე, შენს ნაკრებში", - პასუხობს ნიკა კვეკვესკირი ჩვენს შეკითხვას, თუმცა, ამ შემთხვავში, „მოტივაციაში", ნაკრებში, სათამაშო პოზიციებზე გაზრდილი კონკურენცია ვიგულისხმე, თუმცა...


მომდევნო სანაკრებო ციკლამდე ბევრი დროა და ხვალინდელი თამაში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, რომელშიც, ჩვენი ნაკრები უზბეკეთს დაუკავშირდება და შეხვედრდა, თბილისის დროით, 18:00 დაიწყება.