
ნიკა კვეკვესკირს მიაჩნია, რომ შვედეთან გამარჯვებით დიდხანს ვერ ისიამოვნეს, მაგრამ უზბეკეთად თამაშის შემდეგ, „გვექნება იმის შესაძლებლობა ვთქვათ, რომ წარმატებული სანაკრებო შეკრება გამოგვივიდო", აღნიშნა დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე ნიკა კვეკესკირმა რომელმაც ბათუმში, ეროვნული ნაკრების ქომაგობა შეაქო და თბილსური (ეს იყო, მედიისგან წამოსულ კითხვაზე პასუხი) დაიწუნა.

შესაძლოა ნიკამ არ იცის, მაგრამ ბათუმში ქომაგთა ტრიბუნაზე, ის ხალხი ერთი ნაწილი იდგა, რომლებიც ქვემოთ მოცემულ ფოტებშია წლების მანძილზე აღბეჭდილი. აქვე, პირადად ჩემს, თამარ ჯიშკარიანის, 1988 წლიდან საფეხბურთო ჟურნალისტის პატარა კომენტარსაც ვაქვეყნებ, რომელიც ჩემ პირად სოციალურ ქსელში დავწერე და იმედია, მისი წაკითხვის შემდეგ, ნიკა, რომელიც დღევანდელ საქართველოს ნაკრებში, პირადად ჩემი, ერთ-ერთი ფავორიტია, დიდად ნაწყენი არ დამრჩება.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
როდესაც ქვეყნის ნაკრებს სჭირდებოდა, ეს ბიჭები და გოგოები, მოდით ამიერიდან კრებითი სახელით მოვიხსენიებ, ქომაგები, ყოველთვის იყვნენ იქ, სადაც ისინი ყველაზე მეტად სჭირდებოდათ! თბილისში ყველაზე მეტჯერ, მერე ქუთაისში, გორში, ახლა ბათუმშიც... იყვნენ ანდორაში, ასტანაში (ჩემთან ერთად)... კიდევ სხვაგანაც, ზოგან ფედერაციის "დაორგანიზებით" (ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ ზოგისთვის მშობლიურ ენაზე ვთქვი) ხშირად, საკუთარი ხარჯით... იყვნენ მაშინაც, როცა გულშემატკივართა ერთი ნაწილი - „კორკოტები" დროშებს წვავდნენ და „კაშოს" აგინებდნენ და ამ დროს, ქუთაისის რამაზ შენგელიაზე, ქუთათურები, ქომაგებთან ერთად, ქვეყანას იცავდნენ, რადგან იმ მომენტრში „კაშო", ქვეყანა იყო... მაშინ. როცა კოვიდი მოვიდა და მავანნი ქორწილებში და ნადიმებზე დაიარებოდნენ და თბილისში "დინამო არენაზე" ქომაგს არ უშვენდნენ, ისინი, მაინც იქ იყვნენ... 20:30 სტადიონის მისადგომებთან და მერე, თბილისის გარეთ, დილის 5 საათამდე ღამეებს ათენდნენ, რომ რეგულაცია არ დაერღვიათ... დღეს, როცა გამოდიხარ და იძახი, რომ ბათუმში მაგრად გვიქომაგესო, ბაზარი არაა... უბრალოდ, იცოდე, რომ ეს, ის ხალხი იყო, რომელიც ყველგან შენთან არის და ხვალაც, გორში, გორელებთან ერთად იდგებიან... რაც არ უნდა იძახო, რომ თბილისში (მესხის სტადიონიც მაქვს მხედველობაში) და „დინამო არენაზე" ვერ გვგქომაგობენო, მოდი რა ძმურად, შენს თავს კითხე, რატომ? იქნებ მიზეზი შენც ხარ? რატო? აქ ბევრი, შენზე ბევრად კარგი უნახავთ და თაობებს ამბად გადმოგვეცემა ის ამბები, სიომაზე, მიშაზე, ბორია ბაბუაზე, ჩივაზე, მიხიჩაზე, კალისტრატოვიჩზე, ამბროსიჩზე, ვოვაზე, ვიტალიზე, კოსტავაზე (იმაზე არა, „აფხაზეთის ომიდან" რომ ახსოვს ზოგიერთს, აი იმაზე დაცვაში რომ იდგა მედგრად)... მოკლედ, აღარ მინდა გაგრძელება... გიქომაგეს, მადლობა გადაუხადე და იმდენი დიპლომატია გეყოს, რომ აქ შედარებები არ დაიწყო... დრონი მეფობენ, წავამ "ბატონი" და მერე? მერე რა „პლასტინკაზე" იმღერებ? თუ ერთი წლის წინ, როგორ მღეროდი, ისიც არ გახსოვს? ყველა ეს ფოტო არის ჩემი გადაღებული... შემიძლია უფრო შორს წავიდე... კიდევ უფრო შორსაც, ვიდეოებს თუ ოდესმე გადავაციფრულებ, უბრლოდ, ვიცი, რომ მერე, ძალიან უნდა შეგრცხვეს!!! ვინც არ უნდა იყო და რა წვლილიც არ უნდა მიგიძღვოდეს, გახსოვდეს, მე, მე-12 ვარ, 1976 წლიდან მოყოლები და ბევრი მახსოვს - წვიმაში, ქარში, ყინვაში, თოვლში, სიცხიანს....
უბრალოდ გახსენებ და გიმეორებ, დრონი მეფობენ!!! ისინი არა, ბაჩა, რომ აბზუილებს ხოლმე თქვენს ვარჯიშებზე!





ჩვენ




















