
ინგლისის 21-წლამდე ნაკრები, საკუთარ თავში იმდენად დარწმუნებული გამოვიდა, ბათუმი არენაზე, საქართველოს თანატოლებთან სათამაშოდ, რომ სანამ 3 გოლი არ გაუშვა, მანამდე ვერ მიხვდა, რომ ყველა გუნდთან ბრძოლაა საჭირო. მათ შორის საქართველოსთან, რომელსაც ბრიტანელები, თუ „ბრიტანიკას" არ ჩავთვლით, არა მხოლოდ ფეხბურთის მხრივ, ისეც, დიდად არად გვთლიან. „გვიანი ომის" მიუხედავად, რომელიც ბრიტანელებმა თამაშის მიწურულს გამართეს და ორი გოლის გაქვითაც მოახერხეს, პოპულარული გამოცემა The Sun, საკმაოდ დიდ ქარ-ცეცლხლში ატარებს, საკუთარი გუნდის მთავარ მწვრთნელს, პრემიერლიგის ჟღერადი სახელების მქონე კლუბებში მოთამაშე „ახალგაზრდა ლომებს", რომლებმაც, ორ სიტყვაში რომ ვთქვათ, არ შეაფასეს მეტოქე და ბათუმში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან 3-2 წააგეს.
რამაზ სვანაძის შეგირდებმა, კი შეხვედრის საწყის წუთებში, დათმობილ სათამაშო უპირატესობას თუ არ ჩავთვლით, მოახერხეს, „მეორე ნომრად" დაწყებული თამაშიდან, შევხედრის გათანაბრება და ჯერ პირველ ტაიმში, გორგი გულიაშვილმა, ინგლისს გაუტანა. შემდეგ კი, მეორე ტაიმის დასაწყისში, მეორე გოლიც მიაყოლა, რამაც ფეხბურთის სამშობლოდან ჩამოსული „ახალგაზრდა ლომები", საბოლოოდ დააბნია და გამოთიშა რეალობას, ვიდრე, ჩვენებს დაღლა არ დაეტყოთ. ალბათ, რომ არა 65-ე წუთზე, გიორგი გოჩოლეიშვილის ინდივიდუალურად კარგი თამაში და ინგლისელთა კარში გატანილი მესამე გოლი, მატჩის მიწურულს არ ვიქნებოდით, ასე გაჯგიმულები. დიახ, თუ გოლები „საბურთალოს" აკადემიის აღზრდილებმა გაიტანეს, „დინამო თბილისის აკადემიის" გამოზრდილმა გიორგი მამარდაშვილმა მატჩის მანძილზე, რამდენჯერმე იხსნა საკუთარი კარი. „დინამო თბილისის" მცველის, საბა ხვადაგიანის მოედნიდან იძულებით (მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა არა საგანგაშო) გასვლის შემდეგ, კი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კარში 2 გოლი გავიდა. სხვათა შორის, 21-წლამდე ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში, "დინამო თბილისის" აკადემიის 7 აღზრდილი იყო... ეს ისე,... ასე რომ მატჩის შემდეგ, ქართული სპორტული მედიის ერთი ნაწილის „დატოლება", მართებულად სულაც არ მიმაჩნია, რადგან, თანამედროვე ფეხბურთი გუნდური თამაშია და ინდივიდუალურად ფეხბურთელებს, კონკრეტულ შეხვედრაში, მხოლოდ კონკრეტული ამინდის შექმნა შეუძლიათ.

„გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთ გრანდს ამარცხებ, გუნდს, რომელსაც ინგლისის პრემიერ ლიგის ბევრი ფეხბურთელი ჰყავს შემადგენლობაში - ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს გამარჯვება და სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს მსურს მადლობა ვუთხრა იმ მხარდაჭერისთვის, რაც მთელი 90 წუთი ასე იგრძნობოდა ტრიბუნებიდან.
აქვე აღვნიშნავ, რომ ეს საწყისი ეტაპია - ამ თამაშით დასრულდა ევრო 2023-ისთვის მოსამზადებელი პროცესის პირველი წელი და კარგია, რომ გამარჯვებით დავასრულეთ. განვლილი პერიოდიდან გამომდინარე, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, არ იქნება ის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად გამოვა. ჩვენც გვექნება ჩვენი მიზნები, ჩვენი ამბიცია და ჩვენც ვეცდებით ჩვენსას, დანარჩენი უკვე შემდგომ სალაპარაკოა", - ამბობს რამაზ სვანაძე მატჩის დასრულების შემდეგ.

რამაზ სვანაძის გუნდი კი, რომელიც ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მასპინძლის რანგში იასპარეზებს და სულ წელია ამ შემადგენლობით ცდილობს თამაშს (კონკრეტულად ჩემპიონატის დროს, ამ გუნდს აქვს პერსპექტივა დაიმატოს ეროვნული ნაკრების ამ ასაკის ფეხბურთელებიც) იცის, მის გუნდს რა უნდა და გაწერილი გეგმით აგრძელებს მომზადებას.








ჩვენ









