რუმინელებთან რევანში შედგა - ასათიანის ბიჭები ბოლომდე იბრძვიან...
რუმინელებთან რევანში შედგა - ასათიანის ბიჭები ბოლომდე იბრძვიან...
17.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ავთუკამ სამი გოლი „ფორად მისცა" და მერე დაუქაჩა. თამაშის შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ კარგი თამაში მოაბრუნეს და ეს კარგი იყო, იმიტომაც, რომ  წაგებული პირველი ტაიმის მერე, ზედიზედ 4 ბურთის გატანა, ბიჭებს თავდაჯერებას მოუმატებს. ყველა თამაშის მოტრიალება შეიძლება, თვლიან ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, რომლებიც ევროპის მომავალი ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მოსამზადებლად, ყველა შესაძლო ვარიანტს იყენებენ. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი, რუმინეთის ნაკრებთან ორი სპარინგი იყო. ერთში, 16 ნოემბერს, ქართველმა ფეხბურთელებმა 4-1 იმარჯვეს. მეორეში კი, დღეს, შეხვედრა ფრედ 4-4 დაასრულეს.

ამ ორი ამხანაგური მატჩისთვის, საქართველოს ფუტსალის ნაკრებს, ტრავმების გამო, ძალიან ბევრი მოთამაშე აკლდა. თუმცა, ჩვენს ნაკრებს ახსოვდა, რომ რუმინელებთან „რევანში" ჰქონდათ ასაღები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 16 ნოემბერს გამართული შეხვედრა, ჩვენი ნაკრებისთვის, რიგით 50-ე იყო და ამასთან 30-ე მოგებული შეხვედრა.




„მეორე ტაიმი, ცოტა სუსტად ჩავატარეთ, ვიდრე პირველი. ჩანს დეტალები, რაზეც სამუშაო გვაქვს. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც, დღეს აქ არმყოფი ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან, სულ სხვა ფონს მივიღებთ. ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ ორ თვეში, არის კიდევ დაგეგმილი სპარინგები, სადაც ვეცდებით, რომ მაქსიმალურად, დღეს დანახული ხარვეზები დავიყვანოთ მინიმუმამდე", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


16 ნოემბერს, ანგარიშის გახსნა ჩვენებმა, შეხვედრის დაწყებიდან მალევე მოახერხეს  და პირველი ნახევარი 3-0 მოიგეს (გოლები გაიტანეს ვახტანგ კეკელია (03'09'',  10'09''), ირაკლი თოდუამ (07'37'') და  პეტრი ბრანკომ (22'51'').


სრულიად, საპირისპიროდ წარიმართა, მეორე ამხანაგური შეხვედრა, 17 ნოემებრს, სადაც ასათიანმა მართალია შემდაგენლობა ოდნავ გადაახალისა, თუმცა, ჩვენს კარში გასული 3 გოლი, მაინც მოულოდნელობა უფრო იყო. ამასთან, ამხანაგური სპარინგზე მომსახურე ქართველმა მსაჯებმა, პირველ ტაიმში, რუმინელთა მხრიდან ხელით თამაში ვერ შენიშნეს, შესაბამისად, არც პენალტი დანიშნეს. თუმცა, მეორეში ანალოგიურ ვითარებაში, შეხვერდრის ბოლო წამებზე სწორედ ჩვენს კარში დანიშნული პენალტით გათანაბრდა ანგარიში.




აღსანიშნავია, რომ დღეს, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ქართველებმა პირველი ტაიმი დათმეს, 0-3. მეორეში კი, ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი დაწინაურდნენ და ალბათ, რომ არა, ბოლო წამებზე დანიშნული პენალტი, რუმინელებზე, ქართველები სრულ რევანშს  მოახდენდნენ. თუმცა, ჩვენი მოსაზრებით, „მინუს სამიდან ამოსვლა", არდანიშნული პენალტი, რაც შეიძლება ევროპის ჩემპიონატზეც იყოს აქტუალური და ამ ვითარებაში, თამაშის შემოტრიალება, ქართველ ფეხბურთელებს, სპარინგის დროს ალბათ, უფრო წაადგებათ და ბრძოლისუნარიანობას შემატებს. დღევანელ შეხვედრაში კი, გოლები ჩევნი გუნდიდან პეტრი ბრანკომ (21'39'', 36'06''), კარგი კომბინაციის შემდეგ ირაკლი თოდუამ (25'32'') და ულამაზესი და უძლიერესი დარტყმით, თალესმა (34'30'') გაიტანეს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები, 2022 წლის 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ნიდერლანდებში  დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. ჩვენი გუნდისთვის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ასათიანის გუნდი „დ ჯგუფში" ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნია ჰერცეგოვინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

 


სფფ-ს ფოტო