
ხვალ, 24 თებერვალს, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრას გამართავს. ქართველი წყალბურთელები ისრაელის ნაკრებს სპორტკომპლექს „ოლიმპიკის" აუზზე დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები მესამედ, 2014 და 2016 წლების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას, კიდევ ერთხელ მოიპოვებს.
ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი, ფინალური ეტაპი, 2018 წლის ივნისში, ბარსელონაში გაიმართება.
საპასუხისმგებლო მატჩამდე, საქართველოს ნაკრების ვარჯიშსს, ქართული სპორტის ოფიციოზი დაესწრო. ამას გარდა, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის პირველი მატჩის წინ ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, რევაზ ჩომახიძე ოფიციალურად წარადგინა.
საქართველოსა და ისრაელის წყალბურთელთა ნაკრებების მატჩი ხვალ, 24 თებერვალს 18:30 დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთვაზებთ. საქართველო ისარელის მატჩის მთავარი დელეგატი ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ჯანი ლონცი იქნება. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა, ისრაელში, 3 მარტს არის დაგეგმილი.





ჩვენ








