
წყალბურთელთა კლუბი „დინამო თბილისი", ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის რიგით მესამე შეხვედრას ხვალ, 19 ნოემბერს გამართავს. ესპანური "ბარსელონეტას" წინააღმდეგ შეხვედრა თბილისის საცურაო კომპლექს „ოლიმპიკში", 19:00 საათზე დაიწყება და მასზე გულშემატკივრის დასწრება კოვიდ-რეგულაციების დაცვით მოხდება.
„ჩემპიონთა ლიგა ჩატარდება კოვიდ რეგულაციების დაცვით. თამაშზე 6 წლამდე პირების დასწრება უფასოა. კოვიდ რეგულაციები მოქმედებს არასრულწლოვან პირებზეც. დასასწრებად აუცილებელია სრულად აცრის საბუთი,
PCR ტესტის ან ანტიგენის უარყოფითი პასუხი.
ისინი, ვინც არ წარმოადგენენ სრულად აცრის საბუთს, PCR ტესტის ან ანტიგენის უარყოფით პასუხს შეძლებენ თამაშის დაწყებამდე, ადგილზე გაიკეთონ სწრაფი ტესტი. ტესტის ღრებულება იქნება 20 ლარი", - ნათქვამია კლუბის მიერ გამოქვეყნებულ თამაშის ანონსში.
„დინამო თბილისისა" და „ბარსელონეტას" თამაშზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 10 ლარია და მათი რაოდენობა შეზღუდულია.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ გათამაშებაში დინამოელებმა ორი შეხვერდა გამართეს და ორივესთან, სამწუხაროდ, დამარცხდნენ.
იხილეთ გათამაშების შედეგები და კალენდარი





ჩვენ








