
თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, დღეიდან, 19 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. თავდაპირველად ვაჟები, ტრადიციულად 7 წონით კატეგორიაში ასპარეზობენ. ტურნირში, რომელშიც საერთო ჯამში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 312 სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატში, მხოლოდ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებში მონაწილე 7 სპორტსმენს არასპარეზობს.
შეჯიბრის პირველ დღეს, მედლების კომპლექტი ორ წონით კატეგორიაში -60კგ და -66კგ გათამაშდა.

-60კგ წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო გორის წარმომადგენელმა თემურ ნოზაძემ, რომელმაც ფინალში კასპელი ჯაბა პაპინაშვილი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები ირაკლი კუპატაძემ (საგარეჯო) და თორნიკე მაზიაშვილმა (ახმეტა) მოიგეს.
თბილისური ფინალი შედგა -66კგ წონით კატეგორიაში, სადაც თენგო ზირაქიშვილმა, საბა კაპანაძე დაამარცხა. ამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები, ბაგრატ ნინიაშვილმა (დმანისი) და ლაშა ნადირაძემ (გორი) დაიმსახურეს.

დღევანდელი დღის ორთაბრძოლების სრული ბადე
ხვალ, საქართველოს ჩემპიონატზე მედლების კიდევ ორი კომპლექტი გათამაშდება. ქვეყანაში შექმნილი კოვიდ-პანდემიური სიტუაციის გამო შეჯიბრებაზე მაყურებელი არ დაიშვება. თუმცა, ისევე, როგორც დღეს, ძიუდოს გულშემატკივარს, საშუალება ექნება ჩემპიონატის მსვლელობას, YOUTUBE-ს მეშვეობით ადევნოს.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი გაიმართება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წესების სისტემის მიხედვით. მედლებისთვის ბრძოლას, მხოლოდ მეოთხედფინალში გასული ძიუდოისტები (ბოლო 8) გააგრძელებენ. დანარჩენებისთვის კი, რომლებიც ამ ჩემპიონატში ვერ მოიპოვებენ მედლებს, ამის შანსი დეკემბერში ექნებათ, როდესაც, მეორე დონის შეჯიბრი გაიმართება.
ძიუდოს ფედერაციის ფოტოები





ჩვენ








