ბითაძის 11 ქულა შარლოტთან ბრძოლაში წაგებულ მატჩში
ბითაძის 11 ქულა შარლოტთან ბრძოლაში წაგებულ მატჩში
20.11.2021
ავტორი: ი.პ.

გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა და მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე მისი საშუალო სათამაშო დროა (7.5 წუთი). ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში ინდიანამ შარლოტ ჰორნეტსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძლაში,  118-121 წააგო.


ინდიას სასტარტო ხუთეულმა ვერ გაამართლა. ლიდერ დომანტას საბონისს 8 ქულა ჰქონდა, ხოლო მაილს ტერნერს - 6. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ინდიანელს 23 წუთზე მეტი არ უთამაშია. გოგა ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე არასრული 22 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მის ნგარიშზე საბოლოოდ 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში  ინდიანელებმა მეტოქეს 14 ქულით აჯობეს. ქართველი ცენტრი საკმაოდ აქტიური იყო, 2 დაჯარიმდა და ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს. შარლოტში 32 ქულით, 11 მოხსნით და 8 პასით საუკეთესო ლონზო ბოლი გახლდათ.


ინდიანას 6 მოგების წილ 11 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. 2 დღეში ინდიანელები ნიუ ორლეანს უმასპინძლებენ.