
საცურაო კომპლექს „ოლიმპიკში", კოვიდ-რეგულაციებით მისული გულშემატკივრის თანდასწრებით, წყალბურთელთა კლუბმა „დინამო თბილისმა" ჩემპიონთა ლიგის მესამე ჯგუფური თამაში წააგო. მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ მომენტებში ქართულმა კლუბმა იბრძოლა, ესპანურმა „ბარსელონეტამ" თამაშის საწყის წუთებზევე მოახერხა კომფორტული უპირატესობის მოპოვება და ამის ხარჯზე, მთელი მატჩის მანძილზე ლავირება. სტუმრებმა პირველი მეოთხედი 2-7, 5-ბურთიანი უპირატესობით მოიგეს. მხოლოდ ამის შემდეგ, ჩვენც მოვახერხეთ, ცოტა ათამაშება, და მეორე პერიოდის საწყის მონაკვეთში, ვალიკო დადვანის ეფექტური გოლოსა და დუშან ვასჩის პენალტის შემდეგ, სხვაობა 4-8 გახდა სტუმართა სასარგებლოდ. ამასთან, ჩვენ კიდევ ერთი პენალტის გატანის შესაძლებლობა მოგვეცა, თუმცა, ვერ გამოვიყენეთ. საპასუხო შეტევისას კი, ალვარო გრანდოს ორტეგამ ჩვენს კარში გაიტანა და 5- ბურთიანი სტატუს-კვო აღადგინა. საბოლოოდ ალვარო გრანდოს ორტეგა ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „ბარსელონეტას" 20 გოლიდან, 7 მის ანგარშეა. ზუსტად იმდენი, რამდენიც მთელს მარტჩი, ქართველმა წყალბურთელებმა მოახერხეს.
„დინამო თბილისმა" მეოთხედები 2-7, 2-4, 2-3 და 1-6 წააგო. ამ ანგარიშებითაც ჩანს, რომ თბილისელებმა, კიდევ ერთ მონაკვეთში, მესამე პერიოდში სცადეს წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა, ბოლოში ვერაფერს გახდნენ. აქვე, ალბათ უნდა აღვნიშნოთ, თბილისელთა კარის მცველის ტრადიციული კარგი თამაში, თუმცა, მას ამ ჯერზე მხარი გუნდის დანარჩენმა წევრებმა ვერ აუბეს. საბოლოოდ კი ტაბლოზე 7-20 დაფიქსირდა, სტუმართა სასარგებლოდ.
„დღეს დავუშვით განსაკუთრებულად უხეში შეცდომები. თავი, ვერ გამოიჩინეს ლიდერებმა. ალბათ, ჩვენი ბრალიც არის მწვრთნელების, რადგან გარდატეხა ვერ შევიტანეთ. იყო მომენტები, როდესაც უნდა შეგვეცვალა მოთამაშეები და მეტი შანსი მიგვეცა სკამის მოთამაშეებისთვის", - ამბობს ზუკა რურუა მატჩის შემდეგ.
„დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბის დავალება, ამ დღეს, ბოლომდე გათამაშება და თუ შანსი იქნებოდა, ცენტში, 2 მეტრზე მიტანა იყო, რადგან „ბარსელონეტას" მსგავსი გუნდის კონტრშეტევებისგან, რითაც ესპანელები გამოირჩეოდნენ, დინამოელებს, თავი მაქსიმალურად დაევცათ. თუმცა, ეს ერთის შეხედვით წყალბურთისთვის აქსიომა, დღეს, „დინამო თბილისმა" ვერ შეასრულა, დაუშვა ბევრი შეცდომა და წააგო.
დინამოელთაგან გოლები გაიტანეს: დადვანმა (1), იმნაიშვილმა (1), ელაჩამ (1), ვასიჩმა (1), ბითაძემ (1), ადეიშვილმა (2).
მომდევნო შეხვედრას, ჩვენი კლუბი 30 ნოემბერს კვლავ თბილისში გამართავს და ჩვენი მეტოქე, იტალიური „ბრეშა" იქნება. ამ დღეს „ოლიმპიაკოსი" - „ბარსელონეტას", „ფერენცვაროში" - „ნოვი ბელგრადს", „იადრანი" - „რადნიჩკის" შეხვდება.
სხვა მატჩები
სატურნირო მდგომარეობა
სტატია განხლებულია ტურის მატჩების დასრულების შემდეგ
ფოტო: @championsleague.len.eu





ჩვენ








