Pfizer და BioNTech პეკინი-2022-ის მონაწილეებს ვაქცინით უზრუნველყოფს

21.11.2021
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, კომპანიები Pfizer და BioNTech პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მონაწილეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფენ.
ცნობილია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან მაისში გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, კომპანიები საკუთარ თავზე იღებენ ვაქცინის დოზების აუცილებელი რაოდენობით უზრუნველყოფას.
რამდენიმე თვით ადრე Pfizer და BioNTech-მა ვაქცინებით უზრუნველყვეს ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მონაწილეები.





ჩვენ








