
თბილისის ძიუდოს აკადემიაში, დღეს, საქართველო ჩემპიონატის მეორე საასპარეზო დღე იყო. ტატამზე -73კგ და -81კგ კატეგორიებში, მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა. წონითი კატეგორიების მიხედვით, მეორე დღის გამარჯვებულთა და პრიზიორთა სამეულები ასე გამოიყურება:
-73კგ
1. გიორგი ტერაშვილი (გორი)
2. გიორგი ჩიხელიძე (თბილისი)
3. ფრიდონ გიგანი (ბოლნისი)
3. მიხეილ ბახბახაშვილი (თელავი)

-81კგ
1. ვლადიმირ ახალკაცი (ქარელი)
2. ლევან გუგავა (ქუთაისი)
3. გიორგი შერაზადიშვილი (თბილისი)
3. დიმიტრი გოჩილაიძე (თბილისი)

სრული შედეგები - http://gjf.ge/Sedegebi/2021-sakartvelo.pdf
ასევე იხილეთ: ძიუდოში, საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი დღეს დაიწყო
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატში, არ ასპარეზობენ, მხოლოდ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ძიუდოისტები. საქართველოს ჩემპიონატზე კი, ხვალ, ვაჟთა შორის მედლების ბოლო 3 კომპლექტი გათამაშებდა.
-90კგ წონით კატეგორიაში, დარეგისტრირებულ 36 მონაწილეს შორის არიან ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლუკა მაისურაძე, ნიკა ხარაზიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი. არანაკლებ საინტერესო შემადგენლობამ მოიყარა თავი, -100კგ წონით კატეგორიაში, სადაც, 31 მონაწილეს შორის არიან - ბექა ღვინიაშვილი, ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე, ილია სულამანიძე... მხოლოდ, 16 სპორტსმენია დარეგისტრირებული +100კგ წონით კატეგორიაში, რომელთა შორის არიამ ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი.
ჩემპიონატის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ძიუდოს ფედერაციის YOUTUBE არხით იქნება შესაძლებელი.
ძიუდოს ფედერაციის ფოტოები





ჩვენ








