„ლანჩხუთი“ ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მიუწვდომელი გახდა
„ლანჩხუთი“ ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მიუწვდომელი გახდა
21.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა ლიგის ზედა ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში, „ლანჩხუთმა" მორიგი გამარჯვება ჩაიწერა და ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე, ზედა ჯგუფში, 25 ქულით მიუწვდომელი გახდა. ლანჩხუთელების შემართებას, დღეს, ხობში, წვიმისგან მძიმე მინდორმაც ვერ შეუშალა ხელი. გურულებმა, ადგილობრივი „კოლხეთი" 0-3 დაამარცხეს. ანგარში, მე-20 წუთზე ხატია ჭყონიამ გახსნა. მეორე გოლი, „ლანჩხუთის" სასარგებლოდ, ზუსტად 1 წუთში, თეონა ბაქრაძემ გაიტანა და ამით, მასპინძლებს, რომლებიც ქალთა ლიგის 2021 წლის გათამაშებაში სტაბილურად ასპარეზობენ, რეალურად, მატჩის ბედი გადაუწყვიტა. „კოლხეთი" შეეცადა, თამაშის გადარჩენას, თუმცა, შევხედრის 62-ე წუთზე, ხატია ჭყონიამ დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს, ის 3 ქულა მოიტანა, რომელიც ქალთა ლიგის დასრულებამდე, 3 ტურით ადრე, „ლანჩხუთს" მიუწვდომელს ხდის.

***

სფფ-ს ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში, დედაქალაქური დერბი გაიმართა, რომელშიც, ქვეყნის 2020 წლის ჩემპიონი „ნიკე", „კვარტალს" დაუპირისპირდა და 3-1 დამარცხდა. კვარტალელთაგან, ანგარიში, 11-მეტრიანი დარტყმით, პირველ ტაიმში, ანასტასია ბოლქვაძემ გახსნა. კიდევ ერთი 11-მეტრიანით, ბოლქვაძემ, მასპინძლები ორი ბურთით დააწინაურა. 70-ე წუთზე „ნიკესა" და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მაიკო ბებიამ, შორი მანძილიდან ეფექტური სტანდარტული გაიტანა. თუმცა, შეხვედრის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე, „კვარტალის" კომბინიაცია, გოლით, ასევე ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშემ, ნათია დანელიამ დააგვირგვინა. ალბათ აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგზის ჩემპიონი, "ნიკე" სეზონის მიწურულს საკადრო პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, მას შემეგ, რაც გუნდიდან უცხოეთში სათამაშოდ რამდენიმე ფეხბურთელი გადავიდა. დღესაც, გივი კვარაცხელიას შეგირდები მინდორზე 10-ნი გამოვიდნენ და გუნდს, რომელიც 2021-2022 წლების ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობდა, სათადარიგო სკამზე შესაცვლელიც არავინ ჰყდავდა.


გათამაშების ცხრილი და კალენდარი იხილეთ ბმულზე 

 

დღესვე გაიმართა, ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფის მატჩებიც. ქუთაისში, საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს" ბაზაზე, ადგილობრივი „მართვე", „ნორჩ დინამოს" დაუპირისპირდა. ანგარიში, მე-12 წუთზე, ანა ჯანელიძემ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. თუმცა, 28-ე წუთზე, თბილისელთაგან, ლიკა მანუჩარიშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა და გუნდებიც, შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში, მანუჩარიშვილმა დუბლის შესრულება შესძლო, 59-ე წუთზე კი, ანი მინაძემ „ნორჩი დინამოს" სასარგებლოდ სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა. ქუთაისელები, რომლებიც ფლეი-აუთის ზონაში არიან, თამაშის გადარჩენას შეეცადნენ და 70-ე წუთზე, ნატა სამხარაძემ ერთი გოლის გაქვითვაც მოახერხა, თუმცა, მასპინძლებმა მეტი ვეღარ შესძლეს და მატჩი 2-3 წააგეს.


ამ ჯგუფის ბოლო შეხვედრა, გორში ჩატარდა. ადგილობრივმა „გორი იუნაიტედმა", გათამაშების აუტსაიდერ „ბათუმს" უმასპინძლა და ფრედ, 0-0 ითამაშა. ქვედა ჯგუფის შეჯიბრში, 3 ტურით ადრე ნათელია, რომ მომავალი სეზონიდან „ბათუმი" ქალთა ლიგა 2-ში გააგრძელებს ასპარეზობას. ფლეი-აუთში კი, რომელიც ქალთა ლიგა 2-ის მეორეადგილოსანთან, ძლიერთა შორის საგზურს გაითამაშებს, ორიდან ერთი, ან „გორი იუნაიტედი" ან, „მართვე" იქნებიან. სამი ტურით ადრე, გორელები, ტუტულოვან ქუთაისელებს, მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ.


გათამაშების ცხრილი და კალენდარი იხილეთ ბმულზე 



ქსკ "ლანჩხუთის" ფოტოები