ორი ტური და კვლავ 5 ქულა...
ორი ტური და კვლავ 5 ქულა...
21.11.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

როდესაც სეზონის პირველი ტურებიდან სისტემურად, წინასწარ გაწერილი გეგმით, მოწინააღმდეგე გუნდებიდან მოთამაშეთა გადაბირებით ან თუნდაც, გაბრუებით (გრძელი სკამი ან გრძელი სკამის და ბევრი უმოქმედო ფეხბურთელის ყოლის პერსპექტივით),  მსაჯთა მიერ დაშვებული შეცდომებით, ძირითადად ერთი გუნდის სასარგებლო და რაღა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე გუნდების წაფორთხილებაც (ძირითადად მთავარი კონკურენტის) თუ ემატება ამას, ასე ვგეგმავთ და ვატარებთ ჩემპიონატს, რთული არაა გამოთვალო, ჩემპიონატის გამარჯვებულის, ნებისმიერ ქვეყანაში. კარგია, 2022 წლის სეზონიდან, რომ VAR-ი ამოქმედდება, თუმცა, უკეთესი იქნება, თუკი მსაჯებს, გეომეტრიული „ხაზების გავლებაში", იმ ოთახში პროფესიონალი „მხაზველები" (რა თქმა უნდა ხუმრობით ნათქვამია ეს) და სპეციალური კომპიუტერული პროგრამაც თუ დაეხმარება, რადგან იმ ტელე-ჩვენებით, როგორც დღევანდელი ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარეობს VAR-ის ოთახს ბევრი „გაემზაება", ნებსით თუ, უნებლიედ...

კარგი იქნება თუკი, მსაჯთა ნაწილიც, ჟურნალისტთაგან ნათქვამ შენიშვნებს სამკვდრო-სასიცოცხლოდ კი არა, საქმიან ურთიერთობად მიიღებს და უბრალოდ, ქართული ფეხბურთის მომავლისთვის დაფიქრდება და დასკვნებს გამოიტანს, რადგან მერე, აქ „გატარებული", ძირითადად, ერთი გუნდის სასარგებლოდ (და ნებისმიერი თამაშის გადახვევა შეგვიძლია ევროტურნირებზე და მივხვდებით, საითაც მიმყავს ლაპარაკი), ისევ და ისევ ქართულ ფეხბურთს აზიანებს. თუმცა, ასეთი მედია, ბუნებრივია, რომ არც მსაჯთა კორპუსს და არც ტურნირის ორგანიზატორს ეხატება გულზე, ამიტომ, ძირითადად ყველა ან ჩუმად არის, ან მხოლოდ კულუარებში ბედავენ ლაპარაკს.


ამასობაში კი, ქვეყნის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური დარჩა და მხოლოდ, თეორიული შანსი, რომ „დინამო თბილისმა", რომელმაც მთელი სეზონი ანიავა ქულები, ჩემპიონობა შეინარჩუნოს. თუმცა, თბილისელთა ამ ხარვეზის გარდა, მთელი სეზონის მანძილზე იყო კიდევ ბევრი თანმხლები მომენტი, რომელმაც ჩემპიონ გუნდში, ბევრი დისბალანსი შეიტანა და ეს, გუნდის თამაშს მთელი სეზონის მანძილზე ემჩნეოდა. 34-ე ტურის მატჩში კი, „დინამო თბილისმა" სახლში, ქობულეთის „შუქურა" მიიღო და მატჩის ბედი პირველ ტაიმშივე, ტრავმის შემდეგ დაბრუნებული გიორგი გაბედასა და გათამაშების ბომბარდირის ზორან მარუშიჩის გოლებით გადაწყვიტა. გოგა კიკაჩეიშვილმა, რომელსაც სხვა შეხვედრებში, ვითომდა „სიმულაციისთვის" თბილისელებიც „გაუყვითლებია" და 10-წუთიან მონაკვეთში დინამოელთა სასრგებლოდ ორი 11-მეტიანიც არ დაუდია (სხვა ტურის მატჩში, თამაშგარედან ჩათვლილ გოლებზე აღარაფერს ვიძახი) ამჯერად, თბილისელთა კარში დადო 11-მეტრიანი (და ეს მაშინ გააკეთა, როდესაც, ბათუმში, საჩემპიონოდ გამზადებულმა ადგილობრივმა „დინამომ" დაწინაურება მოახერხა, შესაბამისად, 75-ე წუთის შემდეგ, „შუქურას" ქულის გადარჩენის შანსი რჩებოდა. თამაშები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა და აქაც, ამ ეფექტის გამოყენება ვცადე). ანდრეს პრიეტომ პენალტი აიღო. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში იყო მსაჯთა მიერ დაშვებული კიდევ, რამდენიმე დარღვევა, თუმცა, ალბათ, უფრო თავის გადაზღვევის მიზნით, ვიდრე სპეციალურად გაკეთებული... „დინამო თბილისმა" კი, 2-0 მოიგო და როგორც ვთქვით, დაიტოვა ჩემპიონობის შენარჩუნების თეორიული შანსი. ორი ტურით ადრე, ბომბარდირთა დავას, ზორან მარუშიჩი უდგას სათავეში.


ორი ტურით ადრე, „დინამო თბილისს" 5 ქულით უსწრებს კვლავ, ბათუმის „დინამო", რომელმაც „თელავის" კარის აღება, მხოლოდ 73-ე წუთზე მოახერხა. თუმცა, ამ შეხვედრაში თორნიკე გაფრინდაშვილმა დუბლიც გააკეთა. სხვათა შორის, აზრთა დიდი გაცვლა-გამოცვლა იყო, ვითომდა, „თელავის" კარში გასული პირველი გოლის საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენი სუბიექტური აზრით, გოლის მომენტში, იმ რაკურსით, რითაც მატჩის ჩვენება იყო, არანაირი თამაშგარე არ ჩანდა. ალბათ, შესაძლოა იკამათო 11-მეტრიანზეც, თუმცა, ამ შემთხვევაში, არც აზაცკიდან ასხლეტილ ბურთზე არც ჯიღაური თამაშობდა და უფრო მეტიც, ჩვენი გადმოსახედიდან, საერთოდ ცდილობდა, ბურთს გაცლოდა, არა თუ ეთამაშა, რადგან თელაველთა დარტყმული ამ ტრაქტეორიით კარს ისედაც ცდებოდა. ბუნევრივია, როდესაც ანგარიში იყო 0-0, მასპინძლეთა კარში დანიშნულ 11-მეტრიანს ბევრი შეეძლო შეეცვალა, თუმცა, რთული წარმოსადგენია, ამ შეხვედრაშიც და დარჩენილ ტურებშიც ბათუმელებმა, თავი არ დადონ და ბოლოს და ბოლოს, საჩემპიონო ფარი, რომელიც უკვე დატოვა „დინამო თბილისის"  ოფისმა, ერთი წლით ჩაიბარონ. „თელავთან" შეხვედრა კი, „დინამომ" 2-0 მოიგო


ფრედ, 0-0 ითამაშეს თბილისში, „საბურთალომ" და გორის „დილამ". შესაბამისად, გორელებმა 3 ტურით ადრე, სატურნირო ცხრილში, მე-3 ადგილი და ევროტურნირების საგზური მოიპოვეს, გამომდინარე აქედან, არც დარჩენილ 2 ტურში „მოიკლავენ" თავს და ჩემპიონტს მშვიდად ჩაამთავრებენ, რამეთუ, უშუალო მდევართან, თბილისის „ლოკომოტივთან" ორივე მატჩიც, რომ წააგონ, თბილისური კლუბი, სატურნირო ცხრილში, გორელებს ვერ გადაასწრებს. ერთ-ფრონზე დარჩა საბრძოლველი „საბურალოს", რადგან 2022-2023 წლების სეზონის ევროტურნირების საგზური მოპოვოს, ეს - საქართველოს დ. ყიფიანის თასია, რომლის 1/2 ფინალშიც, 24 ნოემბერს, თბილისელები, მიხელ მესზე ბათუმის „დინამოს" მიიღებენ.


სხვათა შორის, თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს, წყალტუბოს „სამგურალიც", რომელიც ქობულეთში, „შუქურას" დაუპირისპირდება. სათასო მწვრთნელის, სოსო ფრუიძის გუნდი, რომელიც ელიგაში წელს ამოვიდა, ამ მომენტისთვის მე-6 საფეხურზეა. წყალტუბოელებმა, 34-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივს" უმასპინძლეს და ფრედ, 0-0 ითამაშეს.


34-ე ტურის ბოლო შეხვედრა კი, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. იმერულ დერბიში, „ტორპედომ", ბოლო ადგილზე მყოფი „სამტრედია" მიიღო და 4-1 დაამარცხა. ორი ტურით ადრე, ქუთაისელები, რომლებიც ჯერ კიდევ ფლეი-აუთის ზონაში არიან, ამ მოგების შემდეგ, ხავსს მოეჭიდნენ და ახლა, „თელავის" წაბორძიკებას და რაღა თქმა უნდა, დარჩენილ თამაშებში ქულების მაქსიმუმის აღებას შეეცდებიან. დღეს კი, რამაზ შენგელიაზე, ლევან წოწონავას წაქცევისთვის დანიშული 11-მეტრიანით, ანგარიში მათე ცინცაძემ გახსნა. თუმცა, მალევე, მე-13 წუთზე იოსელიანის კუთხურის შემდეგ, გიორგი გადრანმა „ტორპედოს" კარში კამაზი გოლი გაიტანა. შეხვედრის ეს მონაკვეთი, საკმაოდ სწრაფი და საინტერესო იყო, თუმცა, ქუთათურებმა, ნელ-ნელა გაზარდეს უპირატესობა და გოლის გატანას, მხოლოდ, ბექა ქურდაძის კარგი თამაშის გამო ვერ ახერხებდნენ. თუმცა, მარტო ბექაც, ვერას გახდებოდა და 30-ე წუთზე, გოლი უკვე,  თავად წოწნავამ გაიტანა. მეორე ტაიმში, „სამტრედია" დანებდა და კიდევ ორი გოლი გაუშვა.